20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
....
ვაიმე დადაააა როგორ იყურება ეს ქალი მეშინია
20:31 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
თამარს-მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა 7 ქართველს ზრდის,ბრწყინვალე ოჯახი ყავს და თვითონაც ნამდვილი ქართველია.იმ იდიოტ ბარათეონს კი როგორ ადარებთ?[ბოდიში მსახიობთან}.ისე კი იმდენ ბოღმას ანთხევს ეს ხალხი რომ ჩემი ნება რომ იყოს კომენტარებს საერთოდ ავკრძალავდი.
20:23 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
გენაცვალეთ თქვენ!!!! ვიცი რაც არის ბევრი შვილი, ჩვენც ექვსი ვართ და ეს უდიდესი ბედნიერებაა! გაგახაროთ ღმერთმა!!!!!
19:48 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ანუშკა შენ რით ჯობიხარ სოფლელ დედაკაცებს? გჯეროდეს რომ ისინი შენზე მაღლა დგანან, თუნდაც იმიტომ რომ თავმდაბლები და კეთილშობილები არიან, რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვი!!!!!
19:43 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ამრავლოს უფალმა ასეთი ოჯახები საქართველოში. ზოგი კი მართლა ისეთი ბრმაა არ შეუძლია შავ თეთრის გარჩევა... სამწუხაროდ.
18:56 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
სულაც რომ არაფერი გაეკეთებინა სხვა, ის ცოტაა რომ 7 ქართველს ზრდის?
18:53 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
რა გაუკეთებია საქართველოსთვისო, მის ღვაწლს შევეშვათ და თქვენ რას აკეთებთ? სულ სხვისკენ როგორ უნდა გქონდეთ თითი გაშვერილი?! ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი მას და მის ოჯახს, უკეთილშობილესი ადამიანია ლევანი და ჯობს მაგით შევაფასოთ ადამიანი და თუ ვინმე მის აზრებს არ ეთანხმება არაა საჭირო ის საცოდავი დაცინვა რაც სოც.ქსელებში მიდის (წერონ და ბოლომდე ამოანთხიონ დაგროვილი ბოღმა მას მაგით არაფერი აკლდება))
18:27 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
GOGOLA
ანუშკა ხარ თუ ვიღაც კრეტინი დედაკაცი სოფლელს გავსო . იქნებ ჯობდე ვინმე სოფლელს აი, 7 შვილი გესმის რამდენია? შენ ალბათ შვიდამდე დათვლაც არ გეცოდინება . ..
18:05 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
ლევანი ულამაზესი ნამდვილი ქარტველის განსახიერებაა გარეგნულად, ისეც ხომ გადასარევი ადამიანია, მისი ცოლი არაა ცუდი გარეგნობის მარა ძალინა სოფელო ტიპია, სოფლის დედაკაცს გავს, სორრი
17:50 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
იოანა
პატივს ვცემ ლევან ვასაძეს,საინტერესო ადამიანია.
17:33 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS