20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
ქრისტო
სამაგალითო ოჯახია. ახლა საქართველოში იმისი აუცილებლობაა, რომ ოჯახური ტრადიციის და მრავალშვილიანობის სახელმწიფო ხელშეწყობა მოხდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბატონი ლევანი დემოგრაფიულ ფონდს ჩაუდგა სათავეში. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კანონმდებლობით დემოგრაფიული პრობლემებით უზრუნველყოფა. ლევანი, ბძინა და სხვა ბევრი ღირსეული მამულიშვილები ხალხმა უნდა დააფასოს.
12:21 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარა
3 შვილის დედა ვარ და უფალი რამდენსაც მომცემს კიდევ იმდენს გავაჩენ: მივესალმები ვასაძის ოჯახს; გმერთმა გამრავლოთ და გაგაძლიეროთ: უფალს ებარებოდეთ:
07:58 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფია
ყოჩაღ ლევან. ნეტა ყველა ქართველმა მამაკაცმა მოგბაძოს.ღმერთმა გაგახაროთ, ერთმანეთზე კარგი და ლამაზი ბავშვებით.
02:29 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
ღმერთმა ამრაქვლოს ასეთი ჭეშმარიტი ქართველები.
21:30 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
გმერტმა გვიმრავლოს ტქვენისტანა ქარტველები ვამაკობ ტქვენიტ
21:22 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
mkitxveli123
შესანიშნავი ეჯახია. სიხარული და ბარაქა არ მოკლებოდეთ!!!
19:34 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
7შვილი!!! 7 კარგი ციფრია!ის ასტროლოგიურად საქართველოს ნიშანია.ღმერთმა ღირსეულად გაზარდოს.კარგია რომ შეძლებულ ხალხს ბევრი შვილი ყავს.და გართობის გამო უარს არ ამბობენ ბავშვების გაჩენაზე.
15:09 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ონისე
ოხ........ქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე. გაიხარეთ, კიდევ უფრო გამრავლდით. ცოტა ნასვამი შემოვედი ინტერნეტში და ძალიან ემოციურად აღვითქვი ეს სილამაზე. ცოტა ცრემლებიც კი წამომივიდა სიხარულისგან. აბა რა გიტხრათ მეტი? თქვენი ჭირიმეეეეეეეეეეეეეეეეე. რა კარგი იქნებოდა ლევანის გაცნობა, რომ ერთი მაგრად ......გაიხარეთ.
14:51 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ღმერთმა გამრავლოთ...მეც ხუთი შვილი მყავს და მიხარია მრავალშვილიანებს რომ ვხედავ...ვინც იბოღმება,ის ალბათ ჯერ არ ზიარებია დედობის სიხარულს და ვერ ხვდება,რამხელა პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე შვიდი შვილის გაზრდა...და როგორ გამოიყურება შვიდი შვილის დედა-ეს უკვე მეათასეხარისხოვანია(თუმცა არაჩვეულებრივად დახვეწილი ადამიანი ჩანს,ჩემის აზრით).ამ ქალბატონს ყველაზე მთავარი აქსესუარი ქალისთვის-ღირსეული მეუღლე და შვიდი შვილი ამშვენებს და ბოროტი ადამიანების ლაპარაკი მას ვერაფერს დააკლებს...ქალი ჩაცმა დახურვით და მოდური ტენდენციების აყოლით კი არა,შვილთა სიმრავლით ცხონდება...მეამაყება ასეთი ქართველები...
14:31 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეო
ოთხი გოგო და სამი ვაჟი ყავსო გიწერიათ. სურათზე პირიქით რატო ჩანს?
13:48 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS