20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
დალი
ღმერთმა დაგლოცოთ
16:59 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
აი, ასე უნდა იზრუნოს ყველა ქართველმა ერის გამრავლებაზე, ტრადიციების შენახვასა და შთამომავლობისათვის გადაცემაზე. მაშინ კი აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება საქართველო!..
15:32 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზო
ნამდვილად მისაბაძი ოჯახია...
10:05 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იხარეტ დ იბედნიერეთ ბატონო ლევან თქვენს ლამაზ ოჯხთან ერთად
23:19 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ღმერთმა დალოცოს ის ოჯახი სადაც ლევან ვასაძე გაიზარდა.სამაგალითო ოჯახი თავისი შვილებით.გფარავდეთუფალი.მრავ გიორგობას დაგასწროთ ღმერთმა.გფარავდეთ და გწყალობდეთ წმინდა გიორგი.მიყვარხართ
20:33 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
თავსაბურავს ატარებს საერთოდ?
19:26 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
იმრავლოს თქვენმა გვარმა და მოდგმამ!!!! გაიხარეთ!!!!!!
16:46 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
nuca
რა ლამაზები არიან.ღმერთმა დაგლოცოთ.
15:25 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ღმერთმა გაუზარდოთ შვილები, ვასაძის ოჯახსაც და აქ კომენტარების ავტორებსაც. ბარათეონის "გრანდზიოული განქორწინებით" და ასეთი ხუშტურებით განსხვავდება ვასაძისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი რამ მისგან აქვს აღებული დევდარიანს და ტყუილად იხევს ახლა უკან. ეგონა სასაცილოს გახდიდა, ლევან ვასაძეს, მაგრამ რადგან ასე არ მოხდა და გულისყწრომა დაიმსახურა საზოგადოების, უკან დახევა გადაწყვიტა. შეიძლება ვინმეს არ ესმის, ან არ მოსწონს მათი ცხოვრების სტილი, მაგრამ ვისი რა საქმეა?? თუ უნდა, ქართულ სამოოს ჩაიცვამს, თუ უნდა ჯინსებს და სხვ. ყველამ ისე იცხოვროს, როგორც სურს.
14:22 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სახელი
ქეთი დევდარიანი და ყველა "ფორმულა ქრეატივში არიან ბოღმები და საქართველო მოძულებული ხალხი!
13:10 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS