20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
ხათუნა
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი პატრიოტები. ხალხო, შური მურტალი რამეააა, ჩაკალით ასე აჯობებს თქვენთვის
17:32 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მზიკო*
იმრავლონ და იდღეგრძელონ! ერთი რამ მაინტერესებს, აქ ბევრი წერს ტრადიციული ოჯახიაო. ტრადიციული სამოსის ჩაცმა ფოტოსესიაზე, არ ნიშნავს ტრადიციულად ცხოვრებას. არც 7 შვილია კარგი კაცობის და ადამიანობის გარანტი. ლევან ვასაძე არის, ამპარტავანი, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი. რისთვის მიიღო რაინდის ტიტული? რა დამსახურება აქვს, რაში გამოიკვეთა მისი რაინდობა? გაწელილი სიტყვებით საუბარში? (რაც არ არის სინამდვილეში მისი ჩვეული საუბარი) ნინომ 7 შვილი დაბადა და აღზარდა, რაინდობა კი ლევანის?! სწორი და სამართლიანი იქნებოდა, მისი ცოლისთვის მიენიჭებინათ, გმირი დედის წოდება*?!
11:39 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ვასილი
უღმერთოებთან იმის მტკიცება,რომ ბატონი ლევანი ღირსეული ქართველია, არა ღირს. ისინი ამას ვერ გაიგებენ (სულიერი სიბრმავის გამო). ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის, სამშობლოს მოყვარული ხალხისთვის იგი სამაგალითო პიროვნებაა. თქვენ მარტო არა ხართ, თქვენ გვერდზე გიდგათ დიდი ნაწილი ქართველებისა, რომლების საჭიროების შემთხვევაში სისხლს დაღვრიან ქრისტესა და მამულისათვის, ამინ!
00:10 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
კარგი და კარგი ოჯახი ყავს,მარა თავი დაანებოს მეფობანას თამაშს,რადროს მეფობაა ამ გაუბედურებულ ქვეყანაში.ხალხი შიმშილობს და რას აკეთებენ მდიდრებიიიიიიიიი,არაფერს
15:42 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
გაიხარე ლევან, ღმერთი გფარავდეს,ალბათ შენნაირები იყვნენ ქართველები და ასეთი ოჯახები მრავლობდა თამარ მეფის დროს.
11:39 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ზოგზოგიერთები შურით სკდებიან.... მაგალითად ლია. მე თქვენნაირებს ვურცევდი. მოიშორეთ ბოგმა და სიბოროტე. ხალხო და დატკბით ქართველების ცარმატებით! მე მეამაკება ასეტი მამულიშვილები
17:08 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ლევან, რას გავხარ შე ცხვირმოკაუჭებულო უტვინო სოფლელო, ცოლიც შესაფერისი გყოლია-სოფლელი კეკელკა. თქვე ავადმყოფებო, 21-ე საუკუნეში რაის უფლისწულობა და რაინდობა მოგინდათ, ტვინით დაავადებულო გაუნათლებლებო :)
20:40 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლე
უსაყვარლესნი არიან, ხალხო
23:43 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
*******
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ეს ოჯახი, ულამაზესები არიან ყველანი
17:25 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
*******
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ეს ოჯახი, ულამაზესები არიან ყველანი
17:24 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS