20 ნოემბერი, 2013
ვინ არის ლევან ვასაძის ცოლი და რითი არ ჰგავს ბიზნესმენი მირიან ბარათეონს
მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბარის მანერა, ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი
და ცნობილი სახე გვინახავს.

Rating

ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.

ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა, მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოცნონ, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:

''არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს''...

Rating

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ოთხი ვაჟი და სამი გოგონა.

მეუღლეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიცნობთ, კამერების წინ კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating

რაც შეეხება სიმღერას, სერიალში ბარათეონს მომღერალი ცოლი ჰყავდა, არ ვიცით, რამდენად კარგად მღერის ნინო დურგლიშვილი, თუმცა სოციალურ ქსელში მის პროფილზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე კარაოკე ბარში მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს არის გადაღებული.

Rating

ტრადიციების მოყვარული და დამცველი ვასაძე, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ჩოხით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ტრადიციულ სამოსზე არც მისი ოჯახის წევრები ამბობენ უარს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
თეო
არ ვიცი ქალს რა თვისებები აქვს, მაგრამ გარეგნულად კაცი ათი თავით ჯობია...
11:34 / 23-03-2018
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ერთია ცუდი რომ მოსკოვში ძალიან ხშირად დაფრინავს
21:19 / 20-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ბარათეონი გიჟი იყო და ვასაძესთან როგორაა ნეტა საქმე???
14:55 / 06-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მალხაზ გაგუა
ლევანის ნაირი ქართველები უფალმა გვიმრავლოს. ხალხო, შური მართლაც მურტალი რამეა. გამახსენდა ჩვენი სასიქადულო მწერალი კონსტანტინე …მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტირით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები…
16:30 / 22-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგობიანი
მატივს ვცემ ლევან ვსაძეს და ღმერთმა ამრავლოს ასეთი კაი ბიჭები ! ესეთი მოაზროვნე უნდა იყოს ნებისმიერი ქართველი ესაა ნორმალურობა!
12:11 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
1
ირ ინა ეხლავე გიპასუხებს ბარათეონის გოგო, დაელოდე. რა ეტყობა და გამომეტყველება აქვს პროვინციული და 7 შვილსაც გააჩნია, თავისნაირ 7-ს თუ გაზრდიან, დავქცეულვართ ...
10:24 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
რა ეტყობა ამ ახალგაზრდა,მშვენიერ ქალბატონს სოფლელის,მართლა სოფლელებო და ქაჯებო(ყველას არ ვგულისხმობ).7შვილს უზრდიან სამშობლოს,ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ოჯახები.ნინოს მინდა ვკიტხო-მერაბ დურგლიშვილის შთამომავალი ხომ არ ხარ?ულამაზესი კაცი იყო,უნაკლო.
20:28 / 02-06-2015
გამოხმაურება / 0 /
zzzzzz
დიდი გაიძვერა, ცხვრის ტყავში გახვეული მგელი - ესაა თქვენი ლევან ვასაძე
14:51 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ეს არის ბნელი ადამიანი, ბნელეთის მოციქული
14:33 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მართლა სოფლელ ლიას
უსირცხვილო დედაკაცო დაუფიქრდი რას ბრუტუნებ ვასაძეზე მაგას რომ ამბობ უკვე გეტყობა რა ბოღმის ბუკეტიც ხარ ,სე მარტკლა სოფლელო . ლევანის ნაირი ქართველები უფალმა გვიმრავლოს შე ქვეყნის მუწუკოოო. ნონა ვარ იმერლიშვილი დამიკავშირდი
22:36 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS