02 მაისი, 2017
რას წერს როსტოს ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი - "ამ წერილს ახლა დედაჩემი კითხულობს, ამიტომ..."
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, მარიამ გეგუჩაძემ როსტოს, იგივე ლევან როსტოშვილს, რომელიც პატიმრობაშია, წერილი მისწერა. მარიამმა წერილი ადრესატს დედის შუამავლობით გაუგზავნა.

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ციტირებას უკეთებს წერილის მეორე აბზაცის პირველ ნაწილში ამოკითხულ წინადადებას.

ტელე-წამყვანი და მისი "ფეისბუქის" მეგობრები მარიამის რეპლიკამ გაამხიარულა.

"მარიამმა წერილი დაუწერა როსტოს და ფბ ჩამიგდო, გაუგზავნეო. წერილის მეორე აბზაცში ვკითხულობ "ამ წერილს ახლა დედაჩემი კითხულობს, ამიტომაც ნანუკაზე ვერაფერს ვერ გიყვები" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"რა საყვარლები ხართ დედა-შვილი", "ნეტა რა აქვს
მოსაყოლი", "ჭკვიანი ბავშვი, როგორც ასეთი","პოზიტივები ხართ", "მიყვარხართ სამივე" - წერენ კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქის" მეგობრები.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჯემალი
რაღადროს როსტო და ნანუკაა
11:02 / 03-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS