19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნანა
კარგია, თუ კრაკლი ღარიბაშვილის მევღლეს ასეთი ძვირი კაბა ეცვა, ის ხომ პრემიერის მეუღლეა?
11:27 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
me.. rigiti
რას ჩაიცმევთ თქვენი საქმეა უბრალოდ ამდენი ფულის გადახდას გირჩევნიათ ბავშვებს დაეხმაროთ ბავშვებს და გაჭირვერბულებს.. დედა რომელსაც 4-5 წლის შვილი უკვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ოპერაციის გასაკეთებელი ფული არ აქვს.. უამრავი სიმსივნით დაავადებული პატარაა, რომელთაც თქვენი დახმარება სჭირდებათ, აი ეს საქმე აკეთეთ და უფალიც შეგეწევათ და ხალხს უფრო შეუყვარდებით. დაეხმარეთ ონკოლოგიურის ბავშვებს!!!
11:22 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ფფფ
იმედია ხალხის ფულით არ იყიდა და დანარჩენი მშვენიერია :P
11:18 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყოჩაღ ღარიბაშვილს, კარგად გადაგვიხდია, საქართველოში 10000 ლარს რომ კაბაში მისცემ, არა რა ჩვენი ქვეყნისგან არაფერი გამოვა, ამათაც ისევე გამოვაცხობთ, როგორც წინები იყვნენ, ივანიშვილებს იმდენი ფული აქვთ რომ პალტოში 11000 ათასი აღარ მიკვირს, მხოლოდ ეს ზაფხულის კაბა რა არის ამისთანა? მერე ჩვენ ღამეები არა გვძინავს რომელიმე ბავშვს დახმარება რომ უნდა, წამალი ან ოპერაცია რომ სჭირდება, ან დედის საფლავის ქვა ვერ გაუკეთებია.
11:01 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ANN
ძალიანაც კარგი, უნდა ჩაიცვან აბა რაა, ,,ლილოში" ნაყიდი ძონძებს ხომ არ ჩაიცვამდნენ. ბოლოს და ბოლოს მთელი მსოფლიოს, მტრის თუ მოყვარის ყურადღების ცენტრში ვიყავით.
11:00 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ძალიან მომეწონა ბატონი ირაკლის მეუგლე.ნამდვილად უხდებოდა ეს კაბა. აბა ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი კაბიტ ხომ არ იქნებოდა ვინც მას აკრიტიკებტ ვერ მოხვალთ მის დონემდე ვერასდროს.....
11:00 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სვეტა
ძალიან მომწონს ყველა ქალბატონი, ყველა ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანია, მათ თავიანთი მეუღლეების შრომით აღებული ფულით აქვთ ნაყიდი სამოსი და არა ქვეყნის ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. ოღონდ ძალიან მინდა იყვნენ კაცთმოყვარეები და უყვარდეთ თავისი სამშობლო და ხალხი.
10:48 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვინ გაკითხებთ
ვინ გაკითხებთ,ვის რა აცვია,ვინ რას იცმევს.სჯობს ტრუსიკები დაირეცხოთ,ბანძებო!
10:33 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატინა
იქნებ ჩინური საიტებიდან გამოიწერეს?
10:29 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ჩემს ქმარსაც რომ ბიძინასავით მილიონები ჰქონდეს არც მე დავიწუნებდი ამ პალტოს, მაგრამ ამ წუთში ნამდვილად ვერ გავიმეტებდი, ერთი მაგდენსაც დავამატებდი და ბინას ვიკიდდი:)))
10:18 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS