19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
მაკას!
კარგი ერთი რაა ეხლა შენი ჭირიმე, არ გინდა, გამომივიდა აქ ღარიბაშვილის უხელფასო ადვოკატი. დიახაც რომ ძარცვავენ ესენიც, ხადურიც და კიდევ ბევრი ეჭვი არ შეგეპაროს მაგაში.ესენი არიან შევარდნაძის დროინდელი ხალხის შვილები და მათი შთამომავლები, რომელთაც ვარდების რევოლუციის დროს მოეცარათ ხელი და ახლა მათია ძალაუფლება. ეჭვი არ შეგეპაროს ამაში ჩემო მაკა და ნუ იცით ასე ადამიანების გაფეტიშება, ხომ ხედავთ მიწაზე დანარცხების როგორი გაკვეთილები მიიღეთ.
12:43 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ხალხო, რამ გაგაბოროტათ? თქვენი რეაქცია უფრო ხომ არ გავს ხამობას და დოლარების შოვნის სურვილისგან გაბოროტებას? რამდენი ღვარძლი და შური იგრძნობა თქვენს სიტყვებში-ერთხელაც გაგანადგურებთ ეგ ბოღმა.იცხოვრეთ მშვიდად და აუღელვებლად და ყველამ თვენს ცხოვრებას მიხედეთ. დამიჯერეთ, თავსაც და სამშობლოს უფრო არგებთ!
12:29 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სააკაშვილი სხვის ქალებს ჩუქნიდა უძვირფასეს საჩუქრებს და ამ თანხას საკუთარი ჯიბიდან რომ არ იღებდა,ფაქტია...დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა მისმა მოქმედებებმა...რა უნდა ქნას სახელმწიფო მოხელის ცოლმა,ჩითის კაბით მივიდეს ასეთ ღონისძიებაზე?მაშინაც გამოუჩნდებიან კრიტიკოსები...რას ნიშნავს ,,ხალხის ფულით ნაყიდი?"წაართვა ხალხს და იმ ფულით შეიძინა?ლარს რომ ურიცხავენ ხალხს,იმ ფულს ითვისებს ღარიბაშვილი,რომ კაბა უყიდოს ცოლს???????????კარგით რააააააააააააა...რა შედარებებს ახდენთ?!!!!!
12:27 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
უსაქმრთა და ჭორიკნები ხართ ყველა,საქმე დაგელიათ? შვილებს მიხედეთ და სათანადოდ აღზარდეთ,სხვის ჩაცმას,გავლას და რაღაცეებს კი შეეშვით.
12:08 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
n.m.
ვინც მოდის ქვეყნის სათავეში, ყველას ერთსულოვნად ლანძღავთ. სადად ჩაცმულები რომ გამოცხადებულიყვნენ ეს ქალბატონები, მერე ამაზე იქილიკებდით. უბრალოდ ჩაცმული ლენინის თანამეცხედრე ნადეჟდა კრუპსკაია იყო და ის მოიწონეთ აბა.
11:59 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
:)))
ისე, არ ჯობდა დოლარები დაემაგრებინა კაბაზე? უფრო მოუხდებოდა ყველა გაიგებდა, რომ ძვირფასი კაბა აცვია )))))
11:43 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
....
2ლარიანი კაბაც მცმია და მომხდომია. მახინჯს კი დიორი ვერ გაალამაზებს. დამალონ მაინც ფასი, ხალხს რატომ აღიზიანებენ? მაგრამ ასე იცის ხამობამ.არაფერი გაგვაკვირვებს უკვე.
11:42 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანას
აუცილებელი არ არის ძვირფასი გეცვას, მაგრამ მეშჩანები რომ არიან, ჩანს.
11:40 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანას
ხოდა ნანა თუ ირაკლის და თანამდებობის პირის მეუღლეა და რატომაც არა, წინა ხელისუფლებასთა რატომ გქონდათ პრეტენზია უგულავას ცოლთან, სანდრასთან, და სხვების ცოლებთან???? ''გენცვალეთ ლოგიკაში''
11:39 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
უხდებოდეს მაინც. ამ დროს კი ავადმყოფ ხალხს მკურნალობსი ფული არ აქვს და ლარზე მათხოვრობენ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. კაპიკსაც არავის ჩავურიცხავ, მაშინ როცა ამდენი ფული იხარჯება ვიღაც დედაკაცის კაბაზე. არ მენანება ის ლარიც,მაგრამ რატომ?
11:39 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS