19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნუკი
ლილოში უნდა ეყიდა? თუმცა კაბა დიდი არაფერი იყო, სოფლის ჩითის კაბას ჰგავდა და სულ არ უხდებოდა მაგ დღეს
13:54 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TATA
ნამდვილად სიტუაციას შეეფერებოდა,ივანიშვილის და კალაძის მეუღლეების ჩაცმულობა...
13:53 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თათიას ჩემგან
და ზუსდად ისაა უბედურება თქვენი, რომ მაშინ მთელი ამბები გქონდათ ატეხილი სოფო ნიჟარაძეზე, კილაძეზე და ბევრზე და ეხლა ესენი ანგელოზებად გამოგყავთ. გაახილეთ თვალები და ნუ გვადებილებთ აქ არავინ არ არის დადებილებული. ეჭვი არ შეგეპაროს რომ შენ ფულებს ჭამდნენ, ჭამენ და შეჭამენ ეს ასე იქნება ყოველთვის, საქართველოა.. ჩვენ არაფერი გვეშველება ეს შეიგნეთ.
13:52 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
დეკლარაციანახეთ ღარობაშვილის, რომელი ბიზნესიდან წავიდა სახელმწიფო ხელიუფლებაში რა ამბავი აგიტეხიათ ბოღმებო.. ლელა კილაძე ბიუჯეტის ხარჯიდან რომ ყიოდულობდა შანელიც ჩანტებს და სოფო ნიჟარაძისთვის რომ ხარჯავდით ტონა ფულს სად იყავით მაშIნ ხმა ამოიღეთ რომელიმემ????
13:41 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ფასი რა შუაშია, გემოვნებაა მთავარი, ლაკრუასი კი არა ვისიც გინდა იყოს, მოჩითული უბრალო, საზაფხული კაბა იყო. მინდა გითხრათ არც ისე უხდებოდა ამ ტიპის ცერემონიალს, რა დროს გაზაფხულის ყვავაილებაია... ისე საიდანაა აქვთ ამხელა ფული, პატიოსანი ოჯახების მთელი წლის ბიუჯეტს კაბაში როგორ აძლევენ.....
13:29 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
თქვენი იფორმაციისატვის პოლიტიკოსების ცოლებს+მსახიობებს და ა.შ. ასეტ კაბებს ძირითადად ჩუქნიან სამოდელო სახლები!!ასე რომ მოკეტეთ!მადლობლები იყავით, რომ ამ ხალხს უკვე ქონება აქვთ და არ გააპარტახებენ მაინც ბიუჯეტს!ისე იაფფასიანი რომ მცმოდა სულ სოფლელს და ტეტიას უძახებდით ალბათ!!ვაის გავეყარე და ვუის შეწვეყარე სიტუაციაა:D:Dბარემ ისიც გაიგეთ საცვალში რამდენი გადაიხადა!ერთმა დაწერა ტუფლი არ მაქვს სამსახურში რომ წავიდეო, ეგეც ამ ქალის ბრალია??ამდენი წელი დამპალი მმართველობა რომ იყო იმისი ბრალია ეგ!
13:08 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათოლუ
მივესალმები სილამაზეს, სიმდიდრეს, მომწონს გემოვნებიანი ხალხი, მე თუ არა მაქ საშუალება, დანახვით მაინც არ დავინახო ლამაზად და გემოვნებით ჩაცმული ადამიანი? მაგრამ როცა გარშემო ადამიანები შიმშილით იღუპებიან...........უწამლოდ, უიმედოდ
13:05 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მეკა
აი , ანუკი არეშიძის ჩაცმულობა კი მომეწონა,და ყოველთვის მომწონს ეს გოგო,სადა ,ელეგანტური,ინდივიდუალური და თან ბავშვური,მეამიტური გამოხედვით...ძალიან გემოვნებიანია..
13:04 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
აბა რისთვის მოვიდნენ ხელისუფლებაში. სულ ცალ ფწეხზე კიდიათ ამათ გაჭირვებული ხალხი.... ის სახელმწიფო, რომელიც უბრალო ადამიანებისთვის იყო დაანგრიეს ამათმა. სტალინის ძეგლს ახლაც არსად არ აჭაჭანებენ! ამათ სტალინი უნდათ?!!!!
13:04 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ათი ნათი
ისეთი კომენტარები წერია, გავვოცდი! თითქოს ვინც წერს იმას, რომ ბოღმიანები შურიანები ხართო, ისინი უცოდველ კრავებად გვევლინებით დარემუნებული ვარ რომ ისინი უარესი ბოღმიანები ხართ, და გული ბოღმისგან გისკდებათ და ფარისევლობას აქვს ადგილი.. არც იმაში მეპარაბა ეჭვი, რომ ვისაც არ აქვს პურის ფული, იმას სხვისი ძვირადღირებული კაბა ყოველთვის შეშურდება...
12:55 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS