19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ბებერი კაცი
დრო იყო ტბილისელი ქალები ჩაცმიტ და გემოვნებიტ გამოირჩეოდნენ და ქუჩებში გა-ვლა სასიამოვნო იყო-მახინჯიც კი ლამაზი ჩანდა.რა ხდება დღეს მეშინია ამ დღევანდელი ქალების შეხედვის ან სარკე არ აქვტ ან მეზობელი არ ყავტ ვინც სარკეში ჩაახედებს?
19:16 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
როდემდე უნდა იყოტ ხალხო ესეტი გოიმები?ჯერ ერტი კაბა ტავისი ფულიტ იყო ნაყიდი და არა ბიუჯეტიდან,მეორეც ვინ გეკიტხებატ რა ტქვენი საქმეა,საკუტარ ტავებს მიხედეტ ტეტრ შარვლებში შავი საცვალი რომ გაცვიატ და"მოდნიცებად"მოგაქვტ ტავი.
19:11 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ხალხო რატო გიკვირტ ყველაფერი,ყოველტვის გამორცჰეულად ეცვატ ქვეყნის პირველ პირებს და რაგა ნუნუკაზე გაგიკვირდატ , გმერტმა ბევრი მისცეს მასაც და მასავიტ ყველა გირსეულ ადამიანს!!
21:14 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ჰაიჰაი
20:48 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მატატა
უფრო დზვირიანი კაბა უნდა ეცვას რადგან ეს მისმა მეუგლემ დაიმსახურა თქვენ კიდევ გასკდით გულზე შურიანებო თქვენც გესწავლათ ისე როგორც მისმა მეუღლემ და თქვენც გექნებოდა მაგრამ არა მგონია თქვენ ის ხალხი არა ხართ გაუმარჯოს მაგათ ნაღდ ოჯახს
17:17 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ერთხელ იყო შემთხვევა სუხიშვილების ამერიკიდან ჩამოთანილი კაბა მომიტანეს, რძალს უყიდეო. ვუთხარი წავიღებ, ვაჩვენებ და ორშაბათს ან მოგიტანთ ან ფულს გადაგიხდითმეთქი. წამოვიღე, წავედი ლილოს ბაზრობაზე, ვიყიდე მსგავსი ნაჭრები და ორ დღეში შევკერემსგავსი და ბევრად უკეთესი კაბა, რომელიც 35 ლარი დამიჯდა. არაფერი არ გაგიკვირდეთ. ორშაბათ დღეს თანამშრომლები მეკითხებოდნენ, ეს ბევრად ლკამაზია, რომელს აქვს ასეთი კაბები ჩამოთანილიო. ამ კაბებს სუხიშვილები 300 მანეთად ყიდდენ.
15:21 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეეთ
ნუნუკას უდავოა რომ უხდება ეს კაბა რაც გინდა გირდეს
20:57 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
იქნებ და გადმოიღო დიზაინი და შეიკერა თუ ჯერ არ შეუკერია არავის ასე? რა უბედურებაა ღმერთო მეტი საქმე არ გაქვთ? თუ ფოტოები გაქვთ მაღაზიიდან როგორ გამოდის?? :):)))მიშას დროს რატო არ გიჩნდებოდათ კითხვა სანდრა სად იცმევდა?? თუ მაშინ ხმას ვინ ამოიღებდა ცოცხის ეშინოდათ:):):)
11:55 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
ინაუგურაცია ნამდვილად იყო მოკრძალებული,რასაც ვერ ვიტყვით ამ ქალბატონების სამოსზე.
11:50 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ზომა
ძვირიან სამოსელს ნაციოლანებიც იცმევდნენ და მეც მგარად მომწონს, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ხალხს მაინც თვალში ცუდად მოსდის.
11:50 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS