19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
სოფლელი
კარგით რა... რა თქვენი საქმეა ვის რა ეცვა, ყველამ თქვენს თავებს მიხედეთ. მარა... თუ შეძენა ბეგაშვილს შეიძლება ჰქონდეს 40.000$ჩანთები და ტანსაცმელი... ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ცოლების რა გაგიკვირდათ?
18:14 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კახელ ქალთა ლიგა:)
ნანუკა, საქართველოსთვის პირველი კახელი ლედია. ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი, ნაზი და გემოვნებიანია. იმედია, გაამართლებს მშობლიური მხარის და მთელი საქართველოს იმედებს, საამაყო და მიბაძი ქალბატონი გვეყოლება! წარმატებებს ვუსურვებთ, ნანუკა!
18:13 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
natia
არა ბიჭო მარტო კორუმპირებული მერაბიშვილის ცოლს თაკო სალაყაიას უნდა ეგულავა და სტილისტები ეტარებინა პარიზში. და უგულავას ცოლს ხალხის ნაშოვნი ფულებით ბებიათქვენისამ რაა.
18:07 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
6490 $ უდრის 10968 ლარი,ასე რომ ივანიშვილის ცოლს არ ჩამოუვარდება ფასით :)))))))
18:00 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მე და მე
ძალიან მაგარია, ძალიან ლამაზადაააააააა ძალიან!!
17:47 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS