19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნაზი
როდის იყო ღარიბი? დაგავიწყდათ რა თანხები იხარჯებოდა?ნუ გშურთ,რომ ძალიან ლამაზი და ელეგანტურია!!!
21:40 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მეგონა რამე იაფფასიანი კაბა ეცვა ისეტი სატური აქვს:D
21:27 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
აბაა რაუნდა ცაეცვაა ვაგზალზე ხო არ წავიდოდაა და იკ იკიდიდააააა,რატომ გიკვირტ გაარიბასვილის ცოლის კველაფერი,დალიან საკვარელი და დალიან ლამაზიი კალ ბატონია ნუნუკაა,მაგრამ აგარ იციტ რა დაწეროტ და გიჯდებიტ უკვეე,სააკაცვილის ცოლს რამდენ ლარიანი კაბები ეცვა ან უგულავას და მერაბისვილის ცოლებს რატო მაგატზე არა წერდიტ
20:50 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
NNN
აბა რა უნდა ჩაეცვა? ლილოზე ნაყიდი კაბა? კაი რა აქ რომ ბევრი ქვას ისვრის ისეთი რესტორნებში იცვამს მაგ ფასიან კაბებს. რატომ არ უნდა ჩაეცვა ქალბატონ ღარიბაშვილს 6.400 იანი კაბა? მიშას და მის საყვარლებს დაუთვალეთ!!!!
20:26 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
MAIA
ეს გამაგებინეთ როგორ არის პირველი ლედი ქალბატონი რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება პრეზიდენტთან....ტქვენ როგორ გგონიათ......და პლიუს პატრიარქიც იღებს სიამოვნებით.........
19:35 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ნამდვილად ჯერ არა აქვთ უფლება ისეთი ღარიბი ქვეყნის როგორიც საქართველოა მთავრობის ცოლებს 10 000 იანი კაბები ეცვათ ეკა ხვედელიძის გარდა ასე უცბად როგორ იშოვეს ამდენი ფული?
19:33 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
tamuna
სათაურმა დამაინტერესა და წავიკითხე აღშფოთების მიზეზს ვერ მივხვდი. იქნებ დაწერონ მიზეზი "აღშფოთებულებმა"
19:13 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელისაბედი
უდაოდ ლამაზი ქალბატონები გვყავს ნამდვილად ამშვენებენ სამოსსაც და საქართველოს იმიჯსაც, უნდა ეცვათ აბა რაა გემოვნებიანად. მივესალმები მათ ბუნებრივ სილამაზეს.
18:52 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კახელ ქალთა ლიგას
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაა. განმარტებით პირველი ლედის სტატუსი აქვს პრეზიდენტის მეუღლეს ან მის თანმხლებ პირს/პარტნიორს. თუმცა ნანუკასაც მნიშვნელოვანი სტატუსი და ვალდებულებები აქვს, როგორც პრემიერ-მინისტრის მეუღლეს
18:18 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
გარეგნობით ულამაზესი ქალბატონები წარმოჩინდნენ ქათველი ქალის სახით!
18:15 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS