19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნანა
ძალიან ლამაზები იყვნენ ჩვენი ქალბატონები,ელეგანტურები, გემოვნებით ჩაცმულები. არცერთ არ ეცვა ბიუჯეტის ფულით ნაკიდი, საკუთარი ფულით ქონდათ შეძენილი, აბა რომელი ჯობია ბიუჯეტის ფულები ოფშერულ ზონაში რომ კონდათ გადარიცხული და თევზებით მოხატული კოფტითრომ რომ ხვდებოდნენ სტუმრებს? :)
22:59 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა მიკაბერიდზე
ზალიან ელეგანტურები იყვნენ სამივე, განსაკუტრებიტ ეკას დახვეწილი გემოვნება გამოირცჰევა ყოველტვის, სჰეიზლება გკონდეს პული და გემოვნება არა.....
22:59 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვენერა
ამათმაც დაიწყეს უკვე ქვეყნის ფულების ჭამა, იმათმა, თუ რამე დატოვეს ეხლა ესენი მოუღებენ ბოლოს. წადი თქვენი...............
22:55 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნა
რა გიკვირთ ხალხო გაჭირვებული რომელია კაბები რომ არ ცმოდათ ძვირადღირებული, სასწაულები ხართ რააა
22:50 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მშვენივრად გამოიყურებოდა. პრემიერ მინისტრის მეუღლეა და უნდა ცმოდა შესაბამისი კაბაც:)
22:49 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეფროსინე
ცერემონია კი იკო მოკრძალებული თავს იწონებენ არ შეგვეფერებოდაო ასეთ ქვეყანას პომპეზურობაო და ამათი ჩაცმულობა და ათასობით დოლარიანი კაბები რატომ არის ასეთი საინტერესო ამ ღატაკ ქვეყანაში?
22:36 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
სად დაადგინეთ ასე სწრაფად რა ფასიანი კაბები ეცვათ.თქვენ გამოგიგზავნეს ჩეკები?აი ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისაფიქრალი და სადარდებელი და ამიტომაც გვაქვს საქმე კარგად.ხალხნო ერთმანეთს სიყვარულში შეეჯიბრეთ თუ ასეთი მაგრები ხართ.დამიჯერეთ.
22:10 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ზალიან მეამაყება რომ ასე ლამაზად გამოიყურებოდა და სამოსიც შესაპერისი ეცვა.სირცხვილი მაშინ იქნებოდა რომ იაპპასიანი კაბა ცმოდა .თუ ეცვა არავისთვის წაურტმევია
22:06 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
გენაცვალე ელენე მეც მაგას ვიძახი ეს დედა აფეტქებული საქართველოში ოჯახების ძალიან დიდ უმრავლესობას არც ჯვარი აქვს დაწერილი და არც ხელი მოწერილი და წლებია ცხოვრობენ და შვილებიც ყავთ რა ეხლა უკანონოდ არიან და საყვარლებად ითვლებიან
21:54 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ვაა რა სასწაული ხალხი ხართ,მე და ჩემი მეუღლე 6 წელია ცოლ-ქმარი ვართ.2 შვილი გვყავს არც ჯვარი გვაქ დაწერილი(სამწუხაროდ)და არც ხელი მოწერილი,მის სახლში ვცხოვრობთ დედამთთილთან და მამამთილთან ერთად მაინტერესებს თქვენი აზრი-მე მისი საყვარელი ვარ?რატო გიკვირთ მარგველაშვილის?მიმოიხედეთთქვენს გარშემო რამდენი წყვილია ხელმოუწერელი,მაგრამ სალაპარაკო და საჭორაო ხომ გინდათ.არ დაიღალეთ?
21:44 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS