19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
თამუნა ს
ბრიყვი ტავად ხარ შენ ტუ დაგავიწყდა შენი ბელადი და მისი დაიარკა სანდრა 1ლარიანი კალოშებიტ რომ მოვიდნენ სატავესი და ოქროს ქოშებიტ წავიდნენ, ჩვენ არ დაგვიწყებია ეგ! ეგ გოგო გენერლის შვილია ად ეგეტი კაბები მუდამ ექნებოდა, ბრალი შენ და სენს შვილებს რომ აქამდე მიხოს ზვლის ლოღნით იქცევდიტ ტავს ახლა რაღა გეშველება იმიტომ ხომ არ ანტხევ შხამს?!
02:18 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელე
ჩვენს კუდაბზიკობას საზღვარი არ აქვს და არც მიკვირს პურის ფული არ აქ ზოგიერთს , მარა თავს მაინც გამოიდებენ.. ილიას " ბედნიერი ერი" მახსენდება რატომღაც..:(
02:13 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კიკუ
კი მარა.. 5.000 ევროიანი ქუდი რომ ეხურა გიგი უგულავას ცოლს, რომელიც ცალი კალოშით მოვიდა და მერაბიშვილის ცოლი კიდევ ვისი ფულებით დაგრიალობდა ყველამ კარგად ვიცით, იმაზე არ გქონიათ ასეთი რეაქცია... და ერთხელ რაღაცა ჩაიცვა ღარიბაშვილის ცოლმა, მაგაზე ატეხეთ ამბავი? საქართველოში ძალიან ბევრს მაგაზე ძვირფასი სამოსი ყოველდღიური ხმარებისთვის აქვს... ან სანდრას რა ფასიანები ეცვა თუ იცით?
01:37 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვერა
კაბა ძალიან ლამაზია .თუ ძვირია ,ეს ჩვენი საქმე არ არის .საკუთარი ფულითა აქვთ ნაყიდი. ხომ არ დაგავიწყდათ სად მუშაობდა ირაკლი?
01:24 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
მე რა მეშველება ხვალ რომ მოწვიმოს და ტუფლი არ მაქვს,სამსახურში ვერ წავალ და იმ 4 ლარსაც დავკარგავ დღეში რომ მაძლევენ :):)
00:59 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერგმან
"ქვეყანას ხომ უჭირს.რა დროს ფუფუნებაა,კონცერტები,ზეიმები.ქმრებს ხალხმა უნდა მოუჭიროს და 4,10,20 წელი ელოდოს შვებას?!"
00:54 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ძალიან მოკრძალებული ინაუგურაცია :D
00:51 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანდრო
მაგრი კაბები უნდა ეცვას პრემიერის და პრესიდენტის ცოლებს, მაგრამ უნდა უხდებოდეთ. მე ვფიქრობ უხდებოდათ და კაი კაბბიც ეცვათ რა პრობლემააა ყოველ დღე ხომ არ ხდები ქვეყნის პრესიდენტი ცოტა უნდა გაიჭივრო კიდევაც ამ დღისთვი!!!
23:37 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ჯერ სადა ხართ, ბრიყვებო....გეგონათ თქვენს დასახმარებლად მოდიოდნენ და ღამე არ ეძინათ თქვენზე ფიქრით, რომ უმუსჰევარი და მშიერი ყოფილიყავით?
23:36 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
ვერ ვიტან ვერცერთს,მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები ხალხის გაგიჟებას. აბა სად ნაყიდს ჩაიცმევდა,ლილოს ტავარს თუ ციგნების ბაზრობის?
23:30 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS