19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ელენეს და ლევანს!
ელენე, შენ ჩემო კარგო კაცი, რომელთანაც ცხოვრობ და შვილები გყავთ (მიუხედავად ჯვარდაუწერლობისა) ცოლად მოგიხსენიებს და ყველას ისე გიცნობს ალბათ, როგორც მისი ცოლი და ეს კაცი კიდე ამბობს არაა ჩემი ცოლი, მეგობარი ქალიაო და არც ვაპირებ მოყვანასო და თქვენ რა კუდებს უსწორებთ ერთი ძალიან მაინტერესებს. არ შევიცვლებით ჩვენ ხალხო არასდროს.. დარწმუნდებული ვარ მიშას მთავრპბაში რომ ყოფილიყო მსგავსი სიტუაცია რა ამბები ატყდებოდა ამ თემაზე, ახლა კი რატომაც არა ცოლია, პირველი ლედია.. ჰმმ... სასაცილოები ხართ.
10:17 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი
რატომ გიკვირთ ხალხო?! ყველაფერი უცნაური ამ ქვეყანაში როგორ არის? მილიონერების ცოლები არიან და აბა მე და თქვენ ხომ არ გვეცმევა :)
09:08 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
12345
მალე დადგება დრო, როცა საზოგადოების მოთხოვნა ჭინჭები აღარ იქნება და შესაბამისად მოიქცევიან. ახლა პოსტმიშასეული ელიტა ჭინჭებზე მოთხოვნილების ინერციითაა აღტაცებული, უნდათ მიშას ელიტაზე უკეთ წარმოგვიდგნენ და რა ქნან.
07:45 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სამოსი ძვირფასია ....უნდა იცოდე როგორ ატარო და რასთან შეხამებით.გაშლილი თმები დაუშვებელია ამ კაბასთან ..ეს ლიფის "ზორტი" ხო პატალოკია საერთოდ.
05:18 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა ზ
რა საგლეხეთია?! რა გჭირთ ხალხო? როდის უნდა მორჩეთ ერთმანეთის ლანძღვას და კბენას, მეთევზის შვილი ვიყო მირჩევნია და ტკბილი ლუკმა გამაჩნდეს, ვიდრე ეგეთი ბინძური გენერლის
04:39 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
MძKA
ახლა ესენი დავაძღოთ.... მიშა არ ვარგოდაო... სანდრა რომ მართლა ზნეობისა და ქველმოქმედების მაგალითი იყო იქნებ ესეც გახადოს ვინმემ სადაო... ღმერთმა ქნას, ესენი უკეთესები გამოდგნენ, მაგრამ მე ამ 1 წელიწადში ეს ვერ ვიგრძენი და ამათ გარდერობს კი უგრძვნია, რა გინდა...
04:30 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
პარიზა
ვეთანხმები გიორგას. თბილისელებმა რომ გაიგეს, მაგარი ფირმისააო, იმის შემდეგ მოიწონეს, თორემ ამაში ამდენი ფული როგორ უნდა მისცე
02:38 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეჰ, ხალხს პურის ფული არა აქვს და ესენი კაბაში სახლის საყიდლად სამყოფ ფულს აძლევენ. ამ ქვეყანას არაფერი ეშველება ამათთან შედარებით სანდრა რა მორიდებული და უბრალო იყო
02:36 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგა
ეს კაბა ასეთ ფასს არ იმსახურებს, თუნდაც ოსკარ დე ლარენტასი კი არა პირადად საფლავიდან წამომდგარი კოკო შანელის იყოს, უგემოვნების ნიმუშია, წითელ-ცისფერი ყვავილებით მორთული. საშინელებაა, ემჩნევა პრემიერსა და მის ცოლს აყვავებული შირაქის ველი გაახსენდათ და იმიტომ იყიდეს
02:33 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა ს
ქალო, რას ქვია ასე უცბად სად იშოევს ფული?! გენერლის შვილია ეგა, მეტევზის ხომ არა სანდრასავიტ
02:23 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS