19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
მედეა
დზალიან ლამაზად გამოიკყრებოდა კველა კალბატონი.მე მგონი აჯობებს კველამ საკმე ვაკეტოტ სხვის კილიკს ტავი დავანებოტ არტს ტკვენი დიბიდან არტს ბიყჯეტიდან არ გადაყხდიატ.დზალიან გემოვნებიტ ეტსზატ.ნყ იბოგმებიტ ბოგვა იტსვევს სზვადასხვა მდზიმე დაავადებეს.გაიტვალისტინეტ და იკავიტ ლაგები.
18:24 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სტუმარი
:) :) :)
15:03 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანნნნა
რა მოძებნოთ გასაქილიკებელი აღარ იცით რა. რაში მაიტერესებს ვინ რამდენი გადაიხადა მის კაბაში. საქმე არა გაქვთ? თავს რაზე იღლით. მოგეწონათ? არ მოგეწონათ? თქვენი აზრები შეინახეთ რა თქვენთვის. ჩემს ტანსაცმელზე ფიქრი არ მეყოფა?
23:55 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტეა
მაგ კაბას 6500 დოლარს კი არა 650 ლარს არ მივცემდი გემოვნებაზე არ დაობენ , და მაგ ტანხი უფრო იმ დგეს რააც სჰეფერებოდა აი ისეტ კაბას სჰევიდზენდი . ამისტანა დგეს ნაგდად არ უხტება ეგ კაბა
02:20 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
***
აუტანელი ხალხი ვართ ქართველები
17:12 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მოკრძალება ყველაზე მეტად ფასობს!ინგლისის პრინცესა კეითი ერთხელ თავისი კაბის გამო მოექცა ყურადგების ცენტრში და ყველას მოწონება დაიმსახურაა,ლამაზად ეცვა და სულ რაგაც 200ევრო გირდა ზარას მარკის,ასე რომ...
16:48 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლლ
კაბა კარგია, მაგრამ არა საინაუგურაციო.უნდა იცოდე სად რა ჩაიცვა.
14:34 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ნამდვილად ამაზრზენია ეს უადგილო კრიტიკა....ბოღმიანი ქართველები...ნეტა თვითონ რომ ღირსებოდათ პირველი ლედის ადგილი საღამურს ჩაიცმევდნენ???? ნანუკა ულამაზესი იყავიიი...ბრავო...
03:28 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
რა გჭირთ ხალხო, ჯერ არ მოსულან და უკვე ლანძღავთ . აცალეთ ამ ხალხს და მერე გამოიტანეთ განაჩენი. რაც შეეხება ნუნუკას კაბას, თქვენი გასარკვევი არაა რას ჩაიცმევს თავისი ქმრის ფულით. არ მოგწყინდათ ამდენი ლანძღვა?
01:23 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდო
რახან ამდენი ქალები ბოღმიტ სკდებიან გაიმარჯვა შენმა კაბამ ნუნუკა,გილოცავ!
19:18 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS