19 ნოემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის კაბის ფასმა სოციალური ქსელი აღაშფოთა
თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა დღემდე განხილვის თემად რჩება ინაუგურაციაზე დამსწრე ქალბატონების სამოსი. ყველაზე დიდი მოწონება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის პალტომ დაიმსახურა, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერ კრისტიან დიორის სახლს ეკუთვნოდა და საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ის სულ რაღაც 11 548 ლარი ღირდა.

გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ჩაცმულობა. მისი დიზაინერობის პატივი კი წილად დათუნა სულიკაშვილს ხვდა, თუმცა რა დაჯდა პირველი ლედის
ჩაცმულობა ეს ინფორმაცია  უცნობია.

დღემდე არ იყო ცნობილი რომელი დიზაინერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა. კაბა, რომელიც ნუნუკას საღამოს საზეიმო მიღებაზე ეცვა, როგორც დღეს გაირკვა ოსკარ დე ლარენტას ეკუთვნის და მისი ფასი 6 490 დოლარია.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას სერიზული გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღნიშნავდა, რომ კაბა უდაოდ ლამაზია, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კაბა ზედმეტად ძვირად ღირებული გახლავთ.

თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს კაბა ძალიან უხდებოდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
1
ირმას ვეთანხმები!რა გახდა ბოლოს და ბოლოს.მოკლედ.აქ ჩასაფრების პრინციპია!
18:11 / 27-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
რა გახდა ერტი კაბა ბოლოს და ბოლოს პირველი ლედია ხო . ჰენ ქორცილჰი რომ მივდივარტ მაშინ ვფიქრობტ რომ საუკეტესოდ გამოვიკურებოდეტ და რა გასაკვირია ვერ ვხვდები ან რა გახდა ამდენი სალაპარაკო
17:36 / 27-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნანუკა მშვენიერი ქალბატონია და ღირსეული მეუღლეა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის.იგი პატიოსანი და განათლებული მშობლების შვილია და ნამდვილად იმსახურებს იყოს ქვეყნის პირველი ლედი.
15:46 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნნ
მთელი ჩემი გარდერობი არ ღირს მაგდენი :(...ალბათ არ ვიმსახურებ,ვინ მისცა 40 წლის დოქტორს ფუფუნების უფკება...რა გვეშველება...რამდენს კაბა კი არა ტკბილი ჩაი ენატრება და წამალი ვერ უყიდიათ!!!ვწუხვარ
02:20 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მეა
ნათია მანეთების დროს (თანაც როდის როცა მენეთი ,მანეთობდა ) ლილოს ბაზრობა იყო????????? რაღაცა რამსები აგერია მე მგონი
17:13 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
მე სანდრა მომწონდა..ძალიან საყვარელი პირველი ლედი გვყავდა...თბილი, ტკბილი და საქმიანი. თანაც უბრალოებით გამოირჩეოდა ყოველთვის. არასდოს თავში არ ავრდნია პირველი ლედობა. როგორიც იყო თავიდან..ისეთი საყვარელი დარჩა ბოლომდე.
14:38 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ილონა
თან პირველი ლედია:) ვაიი ვაიი:) ერთი ადამიანის მიერ შერჩეული პირველი ლედი:) არ დაგვინიშნა უცებ??:)))
13:39 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ილონა
დაიწყო! ჯერ სადა ხართ? რა გიკვირთ? თავიანთი თავისთვის მოვიდნენ აბა ჩვენთვის ხო არა?:))
13:35 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ფდწეფ
ბებიშენისა საკუთარი ჯიბიდან,ხალხის ფული მოიპარეს,ამ გველებმა და თავიანთ ცოლებს კაბებს აცმევენ.გველები თქვენი დროც მოვა!
12:30 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანი
რამდენიც არ უნდა გადაეხადათ,თავისი ჯიბიდან გადაიხადეს,ბიუჯეტის პულებს სხვებივიტ არიხდიან,კველაზე მეტად ეგ მიხარია რო გაგლეტილები არ მოსულან ხელისუპლებაში.
01:58 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS