28 აპრილი, 2017
როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მაია ასათიანის ეთერში დაბრუნებას - „პოსტი, სადაც ერთი ნეგატიური, ბოღმიანი, ვითომ სასაცილო კომენტარიც კი არაა...“
მაია ასათიანის თოქ -შოუ "პროფილი" ოთხ მაისს ეთერს უბრუნდება. გადაცემა უკვე ჩაიწერა და სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოც გავრცელდა. "პროფილის" ფეისბუქგვერდზე მაყურებელი სიხარულით შეხვდა მაიას ეთერში დაბრუნებას.

"რამხელა ძალა უნდა გქონდეს ადამიანს ასეთი ტრაგედიის შემდეგ რომ წამოდგე და შინაგანი ტკივილი სხვებს არ დაანახო
ძალიან მიხარია, "პროფილი" ბევრ კარგ რამეს აკეთებს. ყოჩაღ მაია, უნდა ამაღლდე საკუთარ თავზე, შენი შვილი შენით ალბათ იამაყებს... ეს ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ უფალი მოგცემს ძალას"!

"მიხარია მაია, მაგრამ მე ის უფრო მიხარია,
ხალხი გაგებით რომ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას და გული არ გატკინეს თავიანთი კომენტარებით. მე თვითონ შვილმკვდარი დედა ვარ სრულფასოვნად გავიგე მაიკო შენი გადაწყვეტილება, მე ვიცი, შენს გულში რა ცეცხლი ტრიალებს, მაგრამ ყველაფერი ისე გააგრძელე შენს ცხოვრებაში როგორადაც ნუცას გაუხარდებოდა. ნათელი და სანთელი ნუცას ლამაზ სულს. შენ მაია გამძლეობა მოგცეს უფალმა. გმირობის ტოლფასი საქციელია".

"პოსტი, სადაც ერთი ნეგატიური, ბოღმიანი, ვითომ სასაცილო კომენტარიც კი არაა..."

"როგორ მოხდა, რომ არავინ "გამოხტა" უაზრო კომენტარებით?...
მაიააა ძააანნნ ძლიერი და საამაყო ქალი ხარ! გამიხარდა ძალიან...ველოდები 4 მაისს"!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS