მირანდა ვაჩეიშვილი, რომელსაც უფრო თათიას სახელით იცნობდა ბევრი, 4 შვილის დედა იყო, 39 წლის. ჩვენი მკითხველი მას იცნობდა - თათიას ძალიან უჭირდა, რადგან მაშინ მისი მეუღლე, ამჟამად ეჭვმიტანილი გიორგი ჯ., თათიას მაშინდელი მონათხრობის თანახმად, ნაავარიევი გახლდათ და შინ გადიოდა რეაბილიტაციას. არ მუშაობდა. თათია უვლიდა და ფეხზე დააყენა.
თავად თათიამაც მეოთხე
ამის გამო ხშირად ითხოვდა დახმარებას სხვადასხვა ჯგუფში და ბევრი დედა ეხმარებოდა. როგორც გაჭირვებულ დედას და რამდენჯერმე პროდუქტებით, ტანსაცმლით დავეხმარეთ. გვიამბობდა ხოლმე თავის ამბებს, თავის გაჭირვებას. თუმცა მოძალადე ქმარზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. მაშინ გაირკვა, რომ ქმარს გაშორდა, თუმცა ის თავს არ ანებებდა, სახლში უვარდებოდა, მოკვლით ემუქრებოდა. ერთხელ სახლის კარს ბენზინიც კი მიასხა, რომ ყველანი ამოებუგა ერთად და თათიას მეგობარი რომ არა, რომელიც იმ დროს მასთან მივიდა, ალბათ ვერავინ ვერ უშველიდათ... მაშინ გადარჩა, მაგრამ ასეთი სერიოზული მიზეზიც არ აღმოჩნდა საკმარისი მოძალადის დასაკავებლად. თათიას არაერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი, მის საჩივარს საბურთალოსა და გლდანის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა, როგორც ახლა ყვებიან, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ეს ყველაფერი რომ არანაირი ქმედითი ღონისძიება არ არის და მსგავს დამნაშავეებთან რომ არ ჭრის, უკვე ათობით ქალის მკვლელობის ფაქტმა დაადასტურა... იხილეთ სრულად