28 აპრილი, 2017
"ორი კვირა აპარატზე იყო მიერთებული, მერე მკურნალობდა..." - მოკლული 4 შვილის დედა მოძალადე ქმარს თვეების განმავლობაში უვლიდა
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უმწეო ქალი გახდა მოძალადე ქმრის მსხვერპლი. ის ვერ დაიცვეს მის საკუთარ ქვეყანაში მოქმედმა კანონებმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა, შეეწირა მოძალადე მამაკაცს.

მირანდა ვაჩეიშვილი, რომელსაც უფრო თათიას სახელით იცნობდა ბევრი, 4 შვილის დედა იყო, 39 წლის. ჩვენი მკითხველი მას იცნობდა - თათიას ძალიან უჭირდა, რადგან მაშინ მისი მეუღლე, ამჟამად ეჭვმიტანილი გიორგი ჯ., თათიას მაშინდელი მონათხრობის თანახმად, ნაავარიევი გახლდათ და შინ გადიოდა რეაბილიტაციას. არ მუშაობდა. თათია უვლიდა და ფეხზე დააყენა.

თავად თათიამაც მეოთხე
ორსულობის პერიოდში დაკარგა სამსახური და პრაქტიკულად 80 წლის მამის პენსიით არჩენდა შვილებსაც და ავადმყოფ ქმარსაც.

ამის გამო ხშირად ითხოვდა დახმარებას სხვადასხვა ჯგუფში და ბევრი დედა ეხმარებოდა. როგორც გაჭირვებულ დედას და რამდენჯერმე პროდუქტებით, ტანსაცმლით დავეხმარეთ. გვიამბობდა ხოლმე თავის ამბებს, თავის გაჭირვებას. თუმცა მოძალადე ქმარზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. მაშინ გაირკვა, რომ ქმარს გაშორდა, თუმცა ის თავს არ ანებებდა, სახლში უვარდებოდა, მოკვლით ემუქრებოდა. ერთხელ სახლის კარს ბენზინიც კი მიასხა, რომ ყველანი ამოებუგა ერთად და თათიას მეგობარი რომ არა, რომელიც იმ დროს მასთან მივიდა, ალბათ ვერავინ ვერ უშველიდათ... მაშინ გადარჩა, მაგრამ ასეთი სერიოზული მიზეზიც არ აღმოჩნდა საკმარისი მოძალადის დასაკავებლად. თათიას არაერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი, მის საჩივარს საბურთალოსა და გლდანის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა, როგორც ახლა ყვებიან, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ეს ყველაფერი რომ არანაირი ქმედითი ღონისძიება არ არის და მსგავს დამნაშავეებთან რომ არ ჭრის, უკვე ათობით ქალის მკვლელობის ფაქტმა დაადასტურა... იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
----------
შემაკავებეული ორდერი თი იყო გამოწერილი და მოსაკლავად დასდევდა სოც.ქსელში რატომ უწერდა ეს გოგო კომენტარებს ??? და რატომ ჰქონდა საერთოდ ურთიერთიერთობა? რა შუაშია პოლიცია ახლა ორდერის მნიშვნელობა იცით საერთოდ
13:18 / 28-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS