27 აპრილი, 2017
ვეგეტარიანელ მარიშკა ჯავახაძის სილამაზის საიდუმლო - „სილამაზის ფორმულა შინაგანი სიმშვიდეა“
"ჩემი ცოლის დაქალებში" ბარბარიკას როლით მარიშკა ჯავახაძემ მალევე შეაყვარა მაყურებელს თავი. ჩვენ ვესაუბეთ მას სილამაზესა და თავის მოვლაზე და გვიამბო, როგორ ახერხებს ასეთი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად მუდმივად ფორმაში ყოფნას.

- რა სიხშირით სტუმრობთ სილამაზის სალონებს?
- სილამაზის სალონში ხშირად არ დავდავარ, მეტწილად ესთეთიკურ ცენტრებს ვსტუმრობ. რაც შეეხება ფრჩხილის მოვლას, თვითონ მოდის ჩემთან სახლში არაჩვეულებრივი გოგონა. თმას ბუნებრვად ვიშრობ, ფენსაც არ ვხმარობ ხშირად, რომ არ დამეწვას.

- ბოლო დროს ხშირად იკეთებენ ე.წ. "შილაკს", ქალბატონების ნაწილი ძალიან
კმაყოფილია ამ მეთოდით ნაწილი კი ამბობს, რომ არ არის სასარგებლო, თქვენ რას იტყვით?
- არ ვიცი არ მიცდია არასდროს, არ გამჩენია სურვილი რომ შილაკი გამეკეთებინა. რატომღაც მიჩვეული ვარ კვირაში ერთხელ ფრჩხილის კეთებას და ეს პროცესი იმდენად მიყვარს რომ, შილაკის გაკეთება არ მინდა, თან არ მგონია, მთლად კარგი იყოს ფრჩხილისთვის.

- თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ? სახლის პირობებში მომზადებულ საცხებზე რა აზრის ხართ?
- მირჩევნია გამზადებული კრემი ვიყიდო და წავისვა. სახის საპონი, კანის გამწმენდი, ნიღაბი, საცხი ყველაფერი მაღაზიაში მაქვს ნაყიდი, თუმცა მიცდია სახლში საკვები პროდეუქტის დადება, მაგალითად კიტრის კანის და შედეგიც კარგი მქონია, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ.

- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
- არა, ასეთი არაფერია.

- როგორ იკვებებით?დიეტაზე ყოფილხართ ოდესმე?
- დიეტაზე არ ვარ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, არ ვჭამ არანირ ხორცს, დღეში ერთხელ მაინც ვიღებ მწვანე სალათს და ბევრ წყალს ვსვამ. დუკანის და მსგავსი დიეტები არასდროს მიცდია.

- კვერცხს და რძის ნაწარმს იღებთ?
- კი რძის პროდუქტს ვიღებ ყველანაირს. კალცის და პროტეინებს ვანცავლებ ლობიოთი, სოკოთი, ავოკადოთი.

- დღე- ღამეში რამდენი საათი გძინავთ?
- ვცდილობ, მინიმუმ 8 საათი მაინც მეძინოს, ძირითადად, გამომდის.

- ხშირად ვარჯიშობთ?
- კი, ვვარჯიშობ, მინიმუმ კვირაში 3 დღე. ადრე ყოველ დღე ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა გადაღებეზე ისე ვიღლები, რომ ვერ ვახერხებ.

- საშუალოდ კვირაში რამდენჯერ შეიძლება თქვენი ნახვა მაკიაჟის გარეშე?
- ყოველდღე, თუ გადაღება არ მაქვს და სადმე წვეულებაზე ან ღონისძიებაზე არ მივდივარ. მაკიაჟს არ ვიკეთებ, „ბეიბი“ კრემს და უფერულ ტუჩსაცხს ვისმევ.

- თქვენი აზრით, რა არის სილამაზის ფორმულა?
- არ ვიცი, მართლა, არასდროს მიფიქრია ამაზე... ალბათ, სილამაზის ფორმულა შინაგანი სიმშვიდეა.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS