19 ნოემბერი, 2013
რომელ ბრიტანელ მსახიობს ჰგავს ირაკლი ალასანია და რას ფიქრობს ამ თემაზე პოლიტიკოსის მეუღლე
''ირაკლი ალასანია უფრო სიმპატიურია'' - ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ''აბა, ვის ჰგავს?'' - ეს სტატუსი და ოთხი ფოტო თეა სიჭინავამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოზე ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს პურფოი გახლდათ გადაღებული.

ჟურნალისტის სტატუსს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ და საინტერესო ვერსიებიც გაჩნდა. ზოგმა უგო ბაგრატიონს მიამსგავსა, მაგრამ მეგობრების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ჯეიმსი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ჰგავდა.

ბრიტანელ კინოსა და თეატრის მსახიობს, ქართველი მაყურებელი სერიალი ''რომი'' -დან იცნობს. ის აგრეთვე გადაღებულია ფილმებში ''წყევლა'' და
''უკანასკნელი რაინდი'' .

ჯეიმს პურფოი მართლა ძალიან ჰგავს ირაკლი ალასანიას და უფრო მეტიც, მარჯვენა მხარეს, ლოყაზე ორივეს საფირმო ხალიც აერთიანებთ.

''ირაკლი ალასანია უფრო სიმპატიურია'' - ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები, სანამ დისკუსიაში სიჭინავამ ირაკლის მეუღლე ნათია ფანჯიკიძეც არ ჩართო.
Rating
''ჩემი სავლე!!! (თავს ვევლები გაგებითაც) გავს, გავს'' - ფილმ ''არაჩვეულებრივი გამოფენიდან'' ცნობილი სცენა გაახსენდა მინისტრის მეუღლეს.

''გვერდულად რომ იყურება იქაც ჰგავს, ტიპაჟით, რაღაცით... ხმამაღალი განცხადებაა, ცოტა მერიდება, მაგრამ მე როგორც გამოკვეთილ ნეპოტისტს ჩემი უფრო მომწონს, თან ბევრად'' - წერს ნათია ფანჯიკიძე.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
INA
ვუერთდები ქალბატონ ნათელას კომენტარს
15:57 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ირაკლი სჯობია ნამდვილად, მართალია ნათიაააა!
15:21 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
გეთანხმებით ქალბატონო ნათია, თქვენი სჯობს ნამდვილად.
15:06 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
მე ახალგაზრდა არ ვარ, ნათიას შეუძლია არ იეჭვიანოს. ძალიან, ძალიან მომწონს ირაკლი; პირველი, რომ ღირსეული მამის შვილია და ღირსეულად აგრძელებს მამის თავდადებას სამშობლოსადმი, მეორე, არის ძალიან გაწონასწორებული პიროვნება, ყავს კარგი ოჯახი და უიშვიათესი მეუღლე, არის ისეთი საინტერესო, შეუპოვარი მწერლის და არსებული სინამდვილის ამღიარებლის, გურამ ფანჯიკიძის სიძე, მერე რაა რომ გარდაცვლილია, არსებობს მისი წიგნები და დღესაც იკითხება სიამოვნებით. ბოლოს, ირაკლი ძალიან ლამაზი ბიჭია, ნუ ადარებთ ამ საზღვარგარეთელ სირისტიანებს, სად აქვთ მათ ამდენი ვაჟკაცობა და ადამიანობა რამდენიც ჩვენ მამაკაცებს.მიხარია რომ მას მდამის მეუღლეს დღემდე აქვთ ახლადდაქორწინებული წყვილის ხიბლი, ღმერთმა გაბედნიეროთ. ნათელა
14:21 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS