ჟურნალისტის სტატუსს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ და საინტერესო ვერსიებიც გაჩნდა. ზოგმა უგო ბაგრატიონს მიამსგავსა, მაგრამ მეგობრების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ჯეიმსი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ჰგავდა.
ბრიტანელ კინოსა და თეატრის მსახიობს, ქართველი მაყურებელი სერიალი ''რომი'' -დან იცნობს. ის აგრეთვე გადაღებულია ფილმებში ''წყევლა'' და
ჯეიმს პურფოი მართლა ძალიან ჰგავს ირაკლი ალასანიას და უფრო მეტიც, მარჯვენა მხარეს, ლოყაზე ორივეს საფირმო ხალიც აერთიანებთ.
''ირაკლი ალასანია უფრო სიმპატიურია'' - ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები, სანამ დისკუსიაში სიჭინავამ ირაკლის მეუღლე ნათია ფანჯიკიძეც არ ჩართო.

''ჩემი სავლე!!! (თავს ვევლები გაგებითაც) გავს, გავს'' - ფილმ ''არაჩვეულებრივი გამოფენიდან'' ცნობილი სცენა გაახსენდა მინისტრის მეუღლეს.
''გვერდულად რომ იყურება იქაც ჰგავს, ტიპაჟით, რაღაცით... ხმამაღალი განცხადებაა, ცოტა მერიდება, მაგრამ მე როგორც გამოკვეთილ ნეპოტისტს ჩემი უფრო მომწონს, თან ბევრად'' - წერს ნათია ფანჯიკიძე.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის