18 ნოემბერი, 2013
ლალი მოროშკინა ნათია კობერიძეს ''აჩანგვლით'' დაემუქრა... ძველი გოგოა ლალი
ლალის გათხოვების ამბავს სოციალური ქსელში აქტიურად განიხილავდნენ. მათ შორის იყო ჟურნალისტი ნათია კობერიძე გუშინ, ლალი მოროშკინამ საზოგადოებას მესამედ გათხოვების ამბავი ამცნო და როგორც თავად აღნიშნა, ყველაზე მაგარ ვაჟკაც, ირაკლი ჯაფარიძესთან ერთად, ბებერ ევროპაში გაემგზავრა.

ლალის გათხოვების ამბავს სოციალური ქსელში აქტიურად განიხილავდნენ. მათ შორის იყო ჟურნალისტი ნათია კობერიძე.

ნათიამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ლალი მოროშკინას გათხოვების ამბავი გაიზიარა და სტატუსად დაწერა ''ჩემთან ჩხუბი მაინც მოასწრო. ''კავკასიაზე'' დამემუქრა, თუ არ შეწყვეტ ასეთ აზროვნებას, შენც აგჩანგლავო'' .

ჩხუბის დეტალების გასარკვევად
ნათია კობერიძეს
რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ნათია, თქვენ და ლალი მოროშკინამ როდის იჩხუბეთ?
- პარასკევს საღამოს ტელეკომპანია ''კავკასიაზე'' ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ვიყავით. ეთერის ბოლოს ყვირილი დამიწყო, როგორ ბედავ, ეთერ-ეთერ დადიხარ და ლაპარაკობო. ვაწყნარებდი, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ვთქვი, ლალის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი გამახსენდა-მეთქი და გამეცინა. თქვა, დიახ, ყველას უნდა ახსოვდეს ეს ეპიზოდიო. ეთერში ისმის როგორ მემუქრება ''აჩანგვლით''
- გადაცემა რა თემაზე იყო?
- ინაუგურაციაზე ვსაუბრობდით. ლალიმ დაიწყო მითების მოყოლა, რომ თურმე ციხეში ორმოცდაჩვიდმეტი ბავშვი გაუუპატიურებიათ. მე ვთხოვე, სასამართლოში აღძრული ერთი საქმე მაინც დაესახელებინა. ამდენი გაუპატიურებული ბავშვის ამბავს ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ დაიჯერებს. მით უმეტეს, როდესაც მტკიცებულება არ არსებობს.
- კამათი როგორ დამთავრდა?
- არაფრით. გავჩუმდით. ძველი გოგოა ლალი.
- ლალის პირადად იცნობდით?
- პირველად ამ გადაცემაში შევხვდი. არ ვანიჭებ ამ კამათს არავითარ მნიშვნელობას. კომიკური ეპიზოდია.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
იმანო
ეხ ლალი, ლალი, გიყვარს გენაცვალე და ამიტომ სულ ჩანგლაობაში ხარ. ბევრმა გადაგიგდო( ჩანგალი), მაგრამ ისევ ხელში გსურს გეჭიროს.შენს მეშვიდედ გათხოვებას შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო და წინასწარ მინდა მოგილოცო.ე რუსეთუმეებს მაინც დააწყნარებ, გოგოოო.
01:45 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
კობერიძის ქალიშვილო, მოდელირებული ქრონიკა ხომ აგისრულდა? ოღონდ ხალხს რომ უნდოდა ისე, მშვიდობიანად. ახლა წადით და გაყევით თქვენს კუმირს დედაბუდიანად.
13:53 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ქ-ნ ნათიას სინდისი რომ ქონდეს, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს ეთერში, ამისმა მოდელირებულმა ქრონიკამ ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა, თორემ პანიკაზე აღარაფერს ვამბობ
14:28 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანი
მიშიკოს დამცველო ნათია,შენ 100 თავიტ გჯობია მოროშკინა,..ნეტა ეს თუ დააჯილდოვა მიშამ? ნატია შენ მატკუარა და უნამუსო ქალიხარ
14:05 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანდრია
ისე ძალიან მაინტერესებს იმათ ვკითხო ვინც გამუდმებით გაიძახიან თუ გაუპატიურებები ხდებოდა ახლა მაინც რატომ არ ჩივიანო?ვინმემ რომ გაგაუპატიუროთ,ეს კამერით გადაიღოს მეორემ და ახლა წარმოდგენა არ გქონდეთ იმ ჩანაწერის რამდენი კოპია არსებობს და ვის ხელშია ისინი,რაც არ უნდა კონფედეციალურობა შეგპირდნენ სამართალდამცავები გაბედავდით და მიხვიდოდით პროკურატურაში?როცა ეს საზიზღრობა ვინმემ შეიძლება ინტერნეტში ატვირთოს და შენმა ოჯახმა ნახოს წახვიდოდით ამ რისკზე რაც არ უნდა გინდოდეთ ამის გაკეთება?კითხოს ერთი ამ ნათიამ თავის ქმარს,მიშა თავხელიძეს ვინმეს რომ მისთვის გაეკეთებინა ეს როგორ მოიქცეოდა?
13:48 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
ეგ ვიღაც ნათია ნამდვილი ძროხა არაა?...
13:31 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
??????????
ლალისგან კი არა ნათიასგან გვინდა, ზალიან კარგად ვიცით რომ გაუპატიურებულიც ბევრია, გაუბედურებულიც და დაღუპულიც. უბრალოდ, ოცდამეერთე საუკუნის რაფინირებული ფაშისტები ხართ და ფაქტებს არ ტოვებდით. პირველ რიგში თქვენნაირმა ვაიჟურნალისტებმა და კარის მეხოტბეებმა ააღორძინეთ ეს ნეოფაშიზმი საქართველოში და დაუკარგეთ ღირსება ჟურნალისტობას. მაგრამ არა უშავს,, შენ და შენიანები" ხო ხართ კარგად და სხვას ტავში ქვა-ქართული ჟურნალისტიკის მრწამსი მხოლოდ ეს არის, მიშას დანაბარები
10:27 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთერ მგელაძე
ლალის პირადი ცხოვრება ნამდვილად არ არის ჩემი საქმე,ნათია კობახიძეები და მისთანანი კი ქვეყანას ვნებენ ამაზე კი უნდა ამოვიღოთ ხმა.მაგრამ ამდენი ბილწსიტყვაობა მით უმეტეს წერა და გამოქვეყნება მით უფრო ქალებისგან, ერის სირცხვილია
10:23 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰჰ
ამდენ გაბოროტებულს როგორ უძლებს უფალი. სანამ არ მოეღება ბოლო სხვისი ცხოვრების ქექვას მანამ, არ გვეშველება. უფალთან ასი წლის მერე რომ წავრსდგებით მგონი მხოლოდ ჩვენს ცოდვებზე ვაგებთ პასუხს,"წმინანებო" განკითხვა ყველაზე დიდი ცოდოა,ჩვენს ეზოში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა იმათ შიშით ბიჭს გოგოსთვის თვალი ვერ გაეყოლებინა 4 გარყვნილი გოგო გაზარდეს, ახლა მგონი მამაშობენ ვისაც ლანძღავდნენ ყველა წესიერ გზას დაადგა, ასე,რომ არ დაგავიწყდეთ სამყარო ბრუნავს,
01:49 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თტ
ლალი რა უბედურებაა კარგადაა ცნობილი, მაგრამ ეს კობახიძე უფრო მეტი ქსანტიპაა ვიდრე ლალი. მაგან რომ ომზე იმიტირებულ ქრონიკაში მიიღო მონაწილეობა საზოგადოება სრულ იგნორირებას უნდა უკეთებდეს. არცერთ წრეში მისაღები არ უნდა იყოს წკრიალაშვილების და თუთბერიძეების მსგავსების გარდა.
00:26 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS