25 მილიონზე მეტი ნახვა - მფრინავი ჰამაკის საერთაშორისო პოპულარობა
ხაშურის ცაზე გამოჩენილი მფრინავი ჰამაკი მსოფლიო პოპულარობას იძენს. ვიდეო, სადაც კარგად ჩანს როგორ დაფრინავს მამაკაცი ჰამაკით ხაშურის ცენტრში, საერთო ჯამში,Viralfrontier-ზე,LedBible-სა და ფეისბუქის რამდენიმე სხვა პოპულარულ გვერდზე ამ ეტაპისთვის უკვე 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა.