18 ნოემბერი, 2013
ლალი მოროშკინამ იდუმალი ქმარი გამოაჩინა
ჩვენი ინფორმაციით წყვილი უკვე თვენახევარია ერთად ცხოვრობს, თუმცა ლალი ამ ამბავს საგულდაგულოდ უმალავს პრესასა თუ ტელევიზიას
''მაშ ასე, 18 ნოემბერია!!!

1. საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს! ღირსეული, ჭკვიანი, დინჯი, ჩემი არჩეული პრეზიდენტი!

2. მსოფლიოში ყველაზე ვაჟკაც ადამიანს გავყევი ცოლად!

3. ჩემი დაბადების დღეა...

განა არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ყოველივე ეს რომანტიულ გარემოში, მეუღლესთან ერთად ავღნიშნო?

რამოდენიმე საათში მე და ირაკლი ბებერი ევროპისკენ გავფრინდებით, თქვენ კი საიმედო ხელში გტოვებთ!

დიდი მადლობა თმენისთვისთვის, გაგებისთვის და მოლოცვებისთვის!!!

ზამთართან
ერთად დაგიბრუნდებით... მიყვარხართ, მუდამ თქვენი ლალი მოროშკინა-ჯაფარიძისა'' - ეს სტატუსი ლალი მოროშკინას ეკუთვნის.

დიდი ხნის მალვის შემდეგ ლალიმ თავისი რჩეული, ირაკლი ჯაფარიძე გამოაჩინა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოამზეურა.

ჩვენი ინფორმაციით წყვილი უკვე თვენახევარია ერთად ცხოვრობს, თუმცა ლალი ამ ამბავს საგულდაგულოდ უმალავს პრესასა თუ ტელევიზიას.

დღეს, 18 ნოემბერს ჟურნალისტს დაბადების დღე აქვს. როგორც ჩანს, ლალიმ ამგვარად მიულოცა საკუთარ თავს დაბადების დღეს და კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი ოჯახური ბედნიერებისკენ.

მისთვის ეს სმესამე ოფიციალური ქორწინებაა. ვინ არის ლალი მაროშკინას ახალი გატაცება, როგორ მოხიბლა ირაკლიმ ყველაზე სკანდალური ქალბატონი და სად ატარებს წყვილი თაფრლობის თვეს, ლალი საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გაგვიმხელს.

ჩვენ ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მისი სიყვარულის ისტორიას ''რეიტინგის'' უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ლელი
მიდი, ლალი! ასე გააგრძელე!
12:03 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკო
ლალის მსგავს ქალებზეა ნათქვამი -"ჟენშინა ტაუფუნ".
15:34 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბიბი
პირველ რიგში გიორგობას გილოცავთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს! ლალი მოროშკინას პატივს ვცემ და მესიმპატიურება. ვულოცავ ბედნიერებას, ვუსურვებ დიდ სიხარულს და სიყვარულს! მშვიდობით დაბრუნებას! გემრიელი ქალბატონი ხართ, ლალი...
04:40 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ბედნიერებას გისურვებ ქალბატონო ლალი.
20:47 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
რაც მვაგას უნახავს ეკვატორი შემოიფარგლება :)
18:10 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS