სმარტფონის ეკრანს ფაქტიურად არ აქვს ჩარჩოები და დღეს არსებულ სმარტფონებს შორის Galaxy S8 |/ S8+ აქვს ეკრანის ყველაზე მაღალი თანაფარდობა კორპუსთან (84%) . მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ”სმარტფონი უსაზღვრო ეკრანით”, რაც ძალიან ეფექტურია და არსებული სმარტფონებისგან რადიკალურად განსხვავდება. მისი დიზაინი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი სმარტფონი მის გვერდით გამოიყურება არასრულყოფილად, ძველმოდურად და
Galaxy S8 /| S8+ აქვს უსაზღვრო ეკრანი, რომელზეც რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გამოტანაა შესაძლებელი. მაგალითად თუ თქვენ უყურებთ, რაიმე სახალისო ან თქვენთვის საინტერესო ვიდეოს, პარალელურად შეგიძლიათ გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ან შეასრულოთ თქვენთვის სასურველი ფუნქცია ისე, რომ ვიდეოს ყურება არ შეწყვიტოთ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს Galaxy S8 /| S8+ ყველაზე დაცული სმარტფონია., მასში გამოიყენებულია პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების ინოვაციური და ყველაზე საიმედო მექანიზმები. გარდა სტანდარტული თითის ანაბეჭდის სკანერის, პაროლის,კოდური სიტყვის, ნახატისა და პინ კოდისა, Galaxy S8 |/ S8+ ში ინფორმაციის დაცვა შესაძლებელია თვალის ფერადი გარსის სკანერით - ყველაზე საიმედო ბიოლოგიური ავტორიზაციის მეთოდით, ანუ ის რაც ადრე მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს, დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. თვალის ფერადი გარსის სკანერით სმარტფონის განბლოკვის გარდა, შესაძლებელია ნებისმიერი ფაილებისა და აპლიკაციის დაცვა. Samsung-ის ახალი სმარტფონები მიგნებაა ფოტომოყვარულთათვისაც. ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით აღჭურვილი კამერა უზრუნველყოფს ვიდეოსა და სურათის გადაღებისას ფოკუსირების საოცარ სიჩქარეს და შესაბამისად მკვეთრ გამოსახულებას არასაკმარისი განათების პირობებშიც კი.

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ Samsung ხშირად აოცებს მომხმარებელს. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. Galaxy S8 | S8+ აღჭურვილია უახლესი ოპერაციული (Android 7.0 Nougat) სისტემით და აქვს საოცრად მარტივი და მოწნილი იინტერფეისი, რომელიც მომხამრებელს ანიჭებს სრულ თავისუფლებას.
Galaxy S8 / | S8+ ში გამოიყენება Samsung - ის წარმოების უძლიერესი Exynos 8895 პროცესორი., რომელიც გამოირჩევა საოცარი წარმადობით და ენერგოეფექტურობით; ხოლო, 10 ნანო მეტრიანი ტექნოლოგიის ხარჯზე მისი გადახურება ფაქტობრივად შეუძლებელია.

Galaxy S8 | S8+ წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო ოფიციალური გაყიდვები 8 მაისიდან დაიწყება. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში - მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს Samsung-ის 2017 წლის 3600-იან ფორმატის კამერას (Gear 360) და 32 გბ-იან უმაღლესი კლასის მეხსიერების ბარათს UHD ვიდეოების ჩასაწერად.
R