10 აპრილი, 2017
83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაციას რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი-აბაშიძე ავრცელებს.

მსახიობი რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო.

"83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი.... მადლობა ბატონო გივი მეგობრობისთვის, მიყვარხართ“. წერს მსახიობი და გივი ბერიკაშვილთან ერთად გადაღებულ ბოლო ფოტოს აქვეყნებს.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gia
მე არ ვიცი, პიროვნულად როგორ იყო ბატონი გივი, მაგრამ მადლობა მას იმ ლამაზი წუთებისთვის, თავისი შემოქმედებით რომ გვაჩუქა და გაგვახარა. ღმერთმა აცხონოს!
17:45 / 12-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS