06 აპრილი, 2017
როგორ ელოდებოდა ლელა კილაძე მეუღლის გამოსვლას გლდანის ციხესთან
"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.

გლდანის მე-8 დაწესებულებასთან, სადაც გუკა რჩეულიშვილი იმყოფება, მისი ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან.

გლდანის ციხესთან იმყოფება რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე, ასევე "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ამ დროისთვის მსჯავრდებული რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი ნინო დარასელი. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS