05 აპრილი, 2017
AGORIA @SPACEHALL // 8 აპრილი
მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL წარმოგიდგენთ ფრანგ არტისტს AGORIA.

AGORIA, იგივე Sebastian Devaud, მშობლიური საკლუბო სცენის წარმატებული და გამორჩეული წარმომადგენელია.

მისი დაარსებულია ლეიბლი InFiné.

Depeche Mode, New Order, Jeff Mills - სწორედ ამ არტისტების გავლენით იქმნება მისი მუსიკა, რომელიც მელოდიური ტექნოს ჟანრში ერთიანდება და ჯაზის, დეტროიტ ტექნოსა და ჩიკაგო ჰაუსის გავლენას განიცდის.

AGORIA-
ს 2003 წლიდან მოყოლებული გამოშვებული აქვს 5 ალბომი. ისეთ ლეიბლებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Innervisions, Ellum Audio, Kompakt Records. შექმნილი აქვს ისეთი არტისტების ნამუშევრების რემიქსები,როგორებიც არიან
New Order, Inner City, Metronomy, Moby.

AGORIA-
სთან ერთად მოუსმენთ ქართველ DJ-ისა და პროდიუსერს, TADE-ს. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.


დასაწყისი: 23:00

Links:

Agoria - Scala

Moby - Almost Home (Agoria Remix)

Agoria - Helice


29 აპრილს SPACEHALLუმასპინძლებს, ასევე, იტალიელი ძმების, Alessandro და Federico Fognini-მის მიერ შექმნილ ტექჰაუსის ჟღერადობის დუეტს MIND AGANSTდა პროექტს AGENTS OF TIME. 29 აპრილს მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი არტისტი, TADE.

აპრილის თვეში SPACEHALL-ში ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის, „მუზამეს“ფარგლებში გაიმართება სტეფანეს კონცერტი.

28 აპრილს კი ჰიპ-ჰოპ სერიებს, BLOK9, ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერი, FUNKY DL გააგრძელებს. FUNKY DL-თან ერთად 28 აპრილს MC CUTKILL-ის, MOKUMOKU-ს, გიორგი ზურაბიშვილისა და ლაშა ბაბუაძის მოსმენას შეძლებთ.

მისამართი: წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ხატია გელოვანი

555 96 34 95
gelovanix@gmail.com

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS