05 აპრილი, 2017
რომელ დიეტას იცავს ნუკი კოშკელიშვილი - "ბენიც დიეტაზეა, ორივე შიმშილისგან ვიკბინებით..."
ნუკი კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, ის მეგობრებს სთხოვს ეფექტური დიეტა ურჩიონ:
"მეგობრებო!!! არ დაიზაროთ მომწერეთ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენს პრაქტიკაში. თქვენი საყვარელი დიეტა... ორშაბათიდან დიეტაზე ვარ

პ.ს. და ბარემ ის მიუთითეთ რამდენ ხანში და რამდენი დაიკელით".

ნუკის "ფეისბუქის" მეგობრების უმრავლესობამ დუკანის დიეტა ურჩია, ისიც უთხრეს, რომ დიეტა საერთოდ არა სჭირდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას მტკიცეს აქვს გადაწყვეტილი ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა.

" დუკანის დიეტა! საუკეთესოა!" , "ყველაზე კარგი დიეტა გენეტიკააა ნუკი. ძაან მაგარ ფორმაში ხარ
რა დიეტა კაი რა", "ყოველ სამ საათში სამასი გრამი ერთგვაროვანი საკვები", "ნუკი შენ რად გინდა დიეტა?!", "ნუკი დუკანი", "დუკანი რა თქმა უნდა", -წერენ კომენტარებში ნუკის მეგობრები.

რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მისი განრიგია დაწერილი, წარწერით:

"დიეტა, დღე პირველი!
ბევრმა დუკანი მირჩია, გადავწყვიტე, ჯერ მძიმე დიეტით დავიწყო (სალომე გოგიაშვილის დიეტა)და მერე დუკანით გავამაგრო.

დღეს ვიწონი 59 კგ-ს. (ას არის ჩემი უცვლელი წონა აგერ უკვე წლებია) საბოლოო მიზანი "რაც ნაკლები უკეთესი"!
შემომიერთდით!!!" .

ნუკის "ფეისბუქის" მეგობრებს უკვირთ მისი გადაწყვეტილება, ეუბნებიან, რომ მშვენიერ ფორმაშია და დიეტა სულაც არ სჭირდება:

"არაჯანსაღი ჩანს ეს ..ფაქტიურად უნდა იშიმშილო რაა. დუკანი მეც ვცადე. მეც პატარა წონა მაქვს ბევრის დაკლება არ მინდა.

2 კვირაში 5 კილო დავიკელი.. მერე დავანებე და ახლა ისევ ვაპირებ დაწყებას", "ჩვეულებრივი დიეტაა, ჩვეულებრივი პროდუქტებით, ზოგი ისეთი რთულია და ისეთი პროდუქტებია ვერ ვარკვევ ხოლმე რა არის", "ჯანმრთელობას მოიკლავ შენ ამ დიეტით","კარგი წონა გაქვს ნუკი", " არ გჭირდება დიეტა".

მეორე დღეს სირუთულეებმა იჩინა თავი.

"#დღე2 !

ყველაზე ძნელია საღამოს, გვიან გშივდება და მერე იწყებ ფიქრს მალე გათენდეს ის კუთვნილი ხაჭო გელანდება, მაგრამ დილას თითქოს არც გიშიმშილია... ჯერ ჯერობით არ ვიწონები. ვნახოთ, რა იქნება კვირის ბოლოს. ვინ არის ჩემ გარდა დიეტაზე?

პ.ს ბენიც დიეტაზეა, ოღონდ ბევრად ლმობიერზე... ორივე შიმშილიზგან ვიკბინებით, გუშინ ვიძახდით რომ საბოლოო ჯამში დავრჩებით, გამხდრები და ნაჩხუბრები" -წერს მსახიობი "ფეისბუქზე". ამ ამბავს ნანუკა გოგიჩაიშვილიც გამოეხმაურა, მან ნუკის კომენტარებში დაუწერა:

"არ ვიცი...  ფაქტია ვინც დიეტაზე ხართ განსაკუთრებულ პატივს გცემთ. ყველაზე ძლიერი ნებისყოფის ქონა მგონია საჭმელზე უარის თქმა და სულ ხაზს ვუსვამ, "ანგელოზის" ხასიათი მარტო საჭმლის გამო მაქვს ხოლმე".

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS