ანის და რეჟისორ ლევან ბარამიძის პირველი გოგონა, ნენე მალე სამი წლის გახდება. ანის პირველმა ორსულობამ გადაღებებზე კამერების წინ ჩაიარა
ამჯერად ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას ამბობს მეორე ორსულობა სერიალის სცენარისტებს წინასწარ შეუთანხმა.
"როცა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავ, როგორიც ორსულობაა, რა თქმა უნდა, გუნდთან რაღაცები უნდა შეათანხმო.
როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა, სეზონის დამთავრების შემდეგ პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ვუთხარი,
არ არის პრობლემაო, მიპასუხა. მასაც და ქეთი დევდარიანსაც ძალიან გაუხარდათ''. ამბობს მსახიობი ჟურნალ ''სარკესთან'' საუბრისას