29 მარტი, 2017
ანი ტყებუჩავა მეორე ბავშვს ელოდება - ვის შეუთანხმა მსახიობმა ორსულობა
სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი, ანა ტყებუჩავა მისი გმირის მსგავსად ორსულადაა. მსახიობი გოგონას ელოდება.

ანის და რეჟისორ ლევან ბარამიძის პირველი გოგონა, ნენე მალე სამი წლის გახდება. ანის პირველმა ორსულობამ გადაღებებზე კამერების წინ ჩაიარა

ამჯერად ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას ამბობს მეორე ორსულობა სერიალის სცენარისტებს წინასწარ შეუთანხმა.

"როცა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავ, როგორიც ორსულობაა, რა თქმა უნდა, გუნდთან რაღაცები უნდა შეათანხმო.

როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა, სეზონის დამთავრების შემდეგ პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ვუთხარი,
ასეთი გეგმა მაქვს და რამდენად შეიძლება, ნინაც ორსულად იყოს-მეთქი.

არ არის პრობლემაო, მიპასუხა. მასაც და ქეთი დევდარიანსაც ძალიან გაუხარდათ''. ამბობს მსახიობი ჟურნალ ''სარკესთან'' საუბრისას
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქართლოსი
ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ტკივა, ვინც არ უნდა იყოს ის, სისხლით ქართველი თუ არაქართველი, ღმერთმა გაუმარჯოს მას. მაგრამ ყველა მომხვდურს და ძალად ჩანერგილს ქართველებში, ვინც ცხვრის ქურქში გახვეულა, საქართველო და ქართველები ძულს და ყველაფერს აკეთებს ქართველთა აწიოკებისათვის, ღმერთი მიუზღავს საკადრისს. მეტი საშველი არ გვაქვს. არავითარი სხვა ხსნა, სხვა გზა არ გაგვაჩნია.
13:03 / 11-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო ზ.
როგორ მიყვარს ეს ოჯახი.ანის მეუღლის მშობლები ჩემი კლასელები არიან.თავად მეუღლე ჩემი ვაჟის კლასელი იყო.ანი კი ჩემი საყვარელი მსახიობი.წარმატებები და ბევრი ,ბევრი სიხარული ჩემო საყვარელო ხალხო...
13:35 / 31-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS