27 მარტი, 2017
თამრიკო ჭოხონელიძე ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე - „ფუ! უკვე აუტანელია ეს ყველაფერი...“
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ვიზალიბერალიზაცისადმი მიძღვნილ კონცერტს ფეისბუქზე ეხმაურება:

„შეიძლება ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?! ევროპის რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ის, რაც ახლა, ამ საზეიმო სცენაზე მოხდა?!----

სრულდება იშვიათზე იშვიათი ვერსია(მარო თარხნიშვილის) კახური მრავალჟამიერისა, სადაც ქალი მღერის მამაკაცებთან ერთად, რითიც თავი უნდა მოვიწონოთ ქართველებმა ჩვენი გენიალური ნიმუშებით (აბა, უცხოენოვანი არაფერი უკვირს ამ შენს ევროპას შეიგნეთ(!)

და თან არც მარიამი და არც ანსამბლ ,,შავნაბადას"ბიჭები არ აკადრებენ ჯერ საკუთარ თავს, მერე ქართულ საგანძურს და მსმენელს არაცოცხლად შეასრულონ ეს გენიალური ნიმუში, ამ
დროს მიკროფონი არ არის ჩართული???!!!

ფუ! უკვე აუტანელია ეს ყველაფერი... ისიც გაიგეთ, იმ ევროპელებმა უკვე ბევრ ქართველზე უკეთ იციან ქართული ხალხური სიმღერის ფასი და იქეთ გასწავლიან, რომ კახურ სიმღერაში გაბმული ბანის ფონზე ორი ხმა საოცრებას ახდენს ... და ამ დროს ერთერთ მთავარ ხმას--თან ქალს--მიკროფონს უთიშავ?!--

თუმცა ახლა, როცა აღელვებული ამ პოსტს ვწერ ჩანაწერზე ისმის საქართველოს ჰიმნი, რომელიც შუა გზაში გაუწყდათ!!!

სირცხვილი არ არის?! იქნება ვცდები?---სამწუხაროდ არა მგონია! ძალიან კარგია ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ამისთვის ყველაფერში მზად უნდა ვიყოთ!

მე ვთხოვ მათ, ვისი პრეროგატივაცაა გააგზავნოს (და გაიმეტონ გარკვეული თანხა) უცხოეთში თუნდაც 1 ან 2 კაცი, ვისაც ასწავლიან როგორ უნდა ჩართო მიკროფონები და არეგულირონ ცოცხლად ნამღერი ხმები ან არ გამოურთონ მაინც(!) და არ მოგვჭრან თავი, ისე როგორც ახლა მოხდა!

ისე თუ გინდა, ერი გაანადგურო, კულტურა უნდა მოუსპო! მიხედეთ კულტურას! მი-ხე-დეთ“!!!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ქრისტი
ქ-ნო თამარ, ძალიან ვაფასებ თქვენს ნიჭს, ადამიანობას და თქვენს ოჯახიშვილობას!
19:40 / 04-04-2017
გამოხმაურება / 0 /
თამარი
კოცერტის მაღალ დონეძე ორგანიზებას ცოდნა და აზროვნება ჭირდება.ორივეს დეფიციტია ამჟამად საქართველოში.
21:53 / 02-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ვიღაც გებრძვით აშკარად! :)))))) რა მიკროფონი გაუთიშეს?! დარწმუნებული ვარ, ეს არავის ძალით არ გაუკეთებია. ტექნიკური ხარვეზები ხდება ყველგან (ევროპაშიც და ამერიკაშიც) არ შეიძლება ამის გამო გამოხვიდე, დადგე ქართლის დედის პოზაში და მსგავსი პოსტები წერო, შემდეგ, რომ ჟურნალებში და ინტერნეტში გავრცელდეს. ალბათ არც თქვენი შვილის ჯინი ჭირს ვინმეს. მიკროფონის ტექნიკური ხარვეზით კულტურა არ ინგრევა!!!!!
09:46 / 30-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ინგა გვიბერიძე
ქალბატონო თამარ ზალიან გთხოვთრა მიზეზებს თუ ეძებთ. არ გაგიჭირდებათ ნახვა. ევროპაში კონცერტებზე იმდენ შეცდომებს უშვებენ ტექნიკურად რომ ვინ დათვლის(ამის გულისთვის არავინ არავის არ ლანძღავს)იმდენი სხვა პრობლემებია, თუნდაც ვიზალიბერალიზაციაა. რა გეკონცერტებათ,ცოტა ხანში (ისედაც დაცარიელებულია ქართველებისგან დაქართველო) გასაქცევ გზას მოზებნით. ტყუილად არავინ არაფერს არ ჩუქნის დგეს.
12:51 / 29-03-2017
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
თამრიკო შენ ხარ შენი საქმის პროფესიონალი, ვინც შენ გაკრიტიკებს, ეგ საცოდავები დილეტანტებიც არ არიან, ამიტომ არ დაიდარდო!!!
18:55 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ქ-ნო თამარ რა გვეშველებოდა თქვენ რომ არ გვყავდეთ ასეთი ბრძენი და ყოვლისმცოდნე! ვინ დაგვარიგებდა ჭკუას მთელ ერს? არ მოგბეზრდათ ამდენი წუწუნი , უკმაყოფილება და ყველას ლანძღვა? საერთოდ ვინმე მოგწონთ თქვენი შვილების გარდა? თუ ისინიც არ მოგწონთ?
12:24 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რას გეტვით იცი გაჭირვებული და გაუბედურებული ხალხი ზეიმობს და მეტი არ შეუძლით ამასაც დახვეწენ დააცადეთ ყველაფრის მიმართ ნუ ხართ აგრესიულები და ნუ ისვრით ფუ და ვუსსს , ძა;ლიან ბევი ახალგაზრდაა ნიჭიერი და რეალიზაციის საშუალება არ აქვთ იქნებ მათაც დაუთმოთ და დააცადოთ , არაუშავრა მაგასაც ვისწავლით რომ მიკროფონი არ უნდა გაითიშოს უკაცრავად და ხომ არ გავიწყდებათ როგორი დონის ქვეყნებს შორის ვდგევართ იქნებ დააცადოთ ახალგაზრდებს და გამოასწორებს ქართველი ერი ყველაფერს ნიჭიერია , და ფუსსსს ძახილიიი უკაცრავად , ამდენი გაჭირვებული ხალხია ამდენი დაავადებული ბავშვია და თანხები არ ყოფნით სამკურნალოდ , აი ამაზე გამოდით არგუმენტად და ამას მიხედეთ ამაში ჩაერე ეს გაარკვიე ვის რაში ჭირდება თქვენი კრიტიკა ფუუ ვაუ და კიდევ ის
10:58 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მე მგონი დავალებას ასრულებენ ის სუბიექტი ძალიან არის ჩაფლული მაგიაში აბა სხვანაირად ვერ ახსნი ამდენ ლაფსუსებს
00:43 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
ეს ქალი როგორ უნდა იყოს სულ უკმაყოფილო? ერთი მარტო თვითონ არის სრულყოფილება:)
00:03 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS