13 ნოემბერი, 2013
სკანდალური დაპირისპირება რამაზ ნოზაძესა და გიგი უგულავას შორის, რას უწოდებს თბილისის მერს ხატია სიჭინავა
ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამაზ ნოზაძე, მეუღლესთან ერთად ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი დაუდგა გვერდში ბიძინა ივანიშვილს.

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა, წინასაარჩევნოდ ფოთსაც სტუმრობდნენ და ეკა ბესელიას მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობასა'' და ნოზაძეს შორის სწორედ მაშინ დაიწყო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი,
ნოზაძის დედა, ლალი ნოზაძე, რომელიც წლების განმავლობაში 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორი გახლდათ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების საკვები პროდუქტის რამდენიმე კილოგრამით მეტობა გახლდათ.

აღნიშნულ ფატქს, ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ვრცლად განმარტა თბილისის მერსა და სპორტსმენს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზები.

''გიგი უგულავასთან რამაზ ნოზაძის პირადი კონფლიქტის გამო, ავლაბრის 29-ე ბაგა-ბაღიდან მოხსნილი იქნა რამაზის დედა, ლალი ნოზაძე. ბრძანება გაიცა პირადად გიგი უგულავასგან და შევიდა თუ არა ძალაში, ყოველდღიურად ამოწმებდა დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეჟანიშვილის დახმარებით, რომელიც ''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტია. დირექტორის მოხსნის შემდეგ სწორედ ეს ქალბატონი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.

შენი შეცდომა ის არის გიგი, რომ შენ დროებითი ძალაუფლება გაქვს, ჩემს ქმარს კი სამუდამო ძალა. კიდევ ის, რომ შენ იმის გამო, სტადიონზე რომ გაგინა, იქ მოუყრუე და ვირთახასავით დედაზე მიიტანე იერიში. ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი'' , - წერს სიჭინავა.

უგულავასა და ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ''დიფ ფარფლის'' კონცერტზე მოხდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ბებე
ხატი,მარტალი ხარ,სჰენ სჰედზელი მტყუან მარტალის გარცჰევა,სხვებისგან განსხვავებიტ ამბობ მარტალს.გიგი მალე ცჰაბარდება წარსულს,ასე რომ გულს ნუ გაიტეხტ.იცხოვრე ლაგად სჰენს ლამაზ ოჯახდან არტად.
15:51 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა შემოსავალი ქონდა ამ ქალს იმ ბაღიდან ასეთი, ასე რომ გამწარდა ეს ხატია?! ისე როგორც კი შეხედავდი მაშინვე მიხვდებოდი რა ტიპის ქალიც იყო!! მასეთები არც ნაცებს უნდა გაეჩერებიათ მასეთ ადგილებზე მიუხედავად ყველანაირი ნაცნობ-მეგობრობისა!! ეს ხატია კი ჩვეულებრივი წუპაკი სოფლის დედაკაცია რა!! მაგის დონეზე არც დავა საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი!!
15:50 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა ფოთელი ესეთი უტაქტო და უზრდელია როგორც ეს გოგო? იმენა ქაჯია რააა.. დეპუტატიც არ ყავთ მთლად ზრდილობის და კულტურის განსახიერება. ეს გოგოც ზუსტად ეგეთია. წადი ქალო ბავშვებს მიხედე აქ პოლიტიკოსების ლანძღვას არ ჯობიაა??? ის შენი დედამთილი თუ გამოაგდეს ესეიგი გამოსაგდები იყო.
15:26 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დეიდა ლალი
ეს გოგო არაჩვეულებრივი ცოლი და დედაა, ძალიან მომწონს, ასეთ რძალს მეც ვინატრებდი. მაგრად გაუმართლა ნოზაძეებს. გაიხარეთ!!!
15:02 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
გენაცვალე, ხატია, დაგლიჯე რაა. მაგას იმსახურებდა მოგულავე უგულავა.
14:43 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სახელი
კომენტარი
14:40 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
მაგარიი გიჯიი წყვილიი ხაარტ, დზაალიაან მომწოონს თქვეენიი ძალაა ერთობაშიაააა გაიხარეეეეთ
14:37 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მემე
ზუსტად იგივე სცენარით გაუშვეს რამდენიმე დირექტორი ამ ექვსი თვის მანძილზე, როგორც კი გაიგეს რომ ოცნების მხარდამჭერები იყვნენ, ყველას ერთი და იგივე დასკვნა დაუდეს. მათ ადგილას კი ნაცების ბ... დაინიშნენ.
14:36 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS