13 ნოემბერი, 2013
სკანდალური დაპირისპირება რამაზ ნოზაძესა და გიგი უგულავას შორის, რას უწოდებს თბილისის მერს ხატია სიჭინავა
ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამაზ ნოზაძე, მეუღლესთან ერთად ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი დაუდგა გვერდში ბიძინა ივანიშვილს.

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა, წინასაარჩევნოდ ფოთსაც სტუმრობდნენ და ეკა ბესელიას მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობასა'' და ნოზაძეს შორის სწორედ მაშინ დაიწყო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი,
ნოზაძის დედა, ლალი ნოზაძე, რომელიც წლების განმავლობაში 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორი გახლდათ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების საკვები პროდუქტის რამდენიმე კილოგრამით მეტობა გახლდათ.

აღნიშნულ ფატქს, ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ვრცლად განმარტა თბილისის მერსა და სპორტსმენს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზები.

''გიგი უგულავასთან რამაზ ნოზაძის პირადი კონფლიქტის გამო, ავლაბრის 29-ე ბაგა-ბაღიდან მოხსნილი იქნა რამაზის დედა, ლალი ნოზაძე. ბრძანება გაიცა პირადად გიგი უგულავასგან და შევიდა თუ არა ძალაში, ყოველდღიურად ამოწმებდა დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეჟანიშვილის დახმარებით, რომელიც ''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტია. დირექტორის მოხსნის შემდეგ სწორედ ეს ქალბატონი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.

შენი შეცდომა ის არის გიგი, რომ შენ დროებითი ძალაუფლება გაქვს, ჩემს ქმარს კი სამუდამო ძალა. კიდევ ის, რომ შენ იმის გამო, სტადიონზე რომ გაგინა, იქ მოუყრუე და ვირთახასავით დედაზე მიიტანე იერიში. ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი'' , - წერს სიჭინავა.

უგულავასა და ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ''დიფ ფარფლის'' კონცერტზე მოხდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ლიალია
ეს ხატია რას არ იკადრებს
18:29 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა ინაშვილი
კარგით რა ხალხო,ჩემი შვილი დადის მაგ ბაღში და ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება, ერთხელ დამაგვიანდა სამსახურიდან ბავშვის გამოყვანა და ისეთი დაგრუზულები გამოდიოდნენ ბაღის თანამშრომლები მე შერცხვა და თვალი ავარიდე
17:55 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგა
თუ არასწორად არის მოხსნილი სასამართლოს მიმართოს, მარა არამგონია რაღაც ძველი დირექტორი სუფთა იყოს,თითქმის ყველა ბაღის დირექტორები იპარავენ და არც ეს იქნება გამონაკლისი
17:54 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მთელმა ისანმა იცის როგორ ეზიდებოდნენ მაგ ბაღიდან ბავშვების საჭმელს ეს ურცხვები ჩანთებით ,საღამოს სწავლის დასრულების შემდეგ,წადი რა 35 წელია დირექტორი ხარ დაუთმე სხვას ახალგაზრდას რა უბედურებაა ეს სკამზე გამოკიდება. შარშან მაგ ქალს ხსნიდნენ საკუთარი ოჯახის წევრზე 5000 ლარი ჰონორარი გამოწერაო კედლების მოხატვაშიო, რა მოხატა ამისთანა მიქელანჯელოა თუ პიკასო?
17:52 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბათუ
გიგი უგულავა ათიოდე წლის წინ ნორმალური ახალგაზრდა კაცი იყო. მაგრამ წლების განმავლობაში მისი ეგო მასსავით გასივდა და ნელნელა მუტანტ ვირთხას დაემსგავსა!
17:51 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
,,ნაცებს რააა ?!,, დედის .....
ხატია, კარგი იყო ,,ჩემი ქმარი, დედაშენს ძებნას არ დაუწყებსო,, ამაში დარწმუნებული ვარ, ,,თეძო განიერს,, თვითონ უნდა გასცეს პასუხი.
17:37 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
????
ერტი შეკითხვა მაქვს 35 წელი თუ იმუშავა, აღარ დაბერდა?????ამას კიდევ თავისი ქმარი სუპერგმირი რომ გონია ,ძალიან სასაცილოა
17:34 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კაი ქალია,ბევრჯელ შეამოწმეს ბაგში და ვერაფერი დარგვევა ვერ უნახეს და ესგა მოუდეს მიზეზად ვირთხებმა.
16:47 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგრელა
დეგენერატი ხარ ვინცა ხარ!!!რა შუაშია ყველა ფოთელი!!!უგულავასი რომ არის თბილისში ბაღების დირექტორები ,მოადგილეები გაბერილი შტატები,არ ახლი ამბავია
16:21 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ფოთელებზე საყვედურს რომ ამბობ,საერთოდ არ იცნობ ეტყობა...საქართველოში ფოთელებზე უზრდელი და უტაქტო არავის უწოდებია,ნაციონალებსაც იმიტომ არ მოგწონდით, არასდროს რომ არ ვაძლევდით მიშას ხმას და დიდი ძალისხმევა გჭირდებოდათ ფოთში არჩევნების გასაყალბებლად
16:16 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS