13 ნოემბერი, 2013
სკანდალური დაპირისპირება რამაზ ნოზაძესა და გიგი უგულავას შორის, რას უწოდებს თბილისის მერს ხატია სიჭინავა
ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამაზ ნოზაძე, მეუღლესთან ერთად ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი დაუდგა გვერდში ბიძინა ივანიშვილს.

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა, წინასაარჩევნოდ ფოთსაც სტუმრობდნენ და ეკა ბესელიას მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობასა'' და ნოზაძეს შორის სწორედ მაშინ დაიწყო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი,
ნოზაძის დედა, ლალი ნოზაძე, რომელიც წლების განმავლობაში 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორი გახლდათ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების საკვები პროდუქტის რამდენიმე კილოგრამით მეტობა გახლდათ.

აღნიშნულ ფატქს, ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ვრცლად განმარტა თბილისის მერსა და სპორტსმენს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზები.

''გიგი უგულავასთან რამაზ ნოზაძის პირადი კონფლიქტის გამო, ავლაბრის 29-ე ბაგა-ბაღიდან მოხსნილი იქნა რამაზის დედა, ლალი ნოზაძე. ბრძანება გაიცა პირადად გიგი უგულავასგან და შევიდა თუ არა ძალაში, ყოველდღიურად ამოწმებდა დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეჟანიშვილის დახმარებით, რომელიც ''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტია. დირექტორის მოხსნის შემდეგ სწორედ ეს ქალბატონი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.

შენი შეცდომა ის არის გიგი, რომ შენ დროებითი ძალაუფლება გაქვს, ჩემს ქმარს კი სამუდამო ძალა. კიდევ ის, რომ შენ იმის გამო, სტადიონზე რომ გაგინა, იქ მოუყრუე და ვირთახასავით დედაზე მიიტანე იერიში. ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი'' , - წერს სიჭინავა.

უგულავასა და ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ''დიფ ფარფლის'' კონცერტზე მოხდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ნინოო
ეხ ხატიი გცხვენოდეტტ ტქვენი დასაცინი რომ გახდება გიგიიი აფსუსს
21:50 / 15-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილუ
ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას - უგინებია და მეტი უარესი რა უნდა ექნა, თუ გიგის თანამშრომლები აგინა
15:05 / 15-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ხატია,ჩემო კარგო,მალე ეგ ლენჩი გიგი, თავისი ნაშებით და სასტავით ციხეში ამოყოფს თავს,მერე დავჯდეთ და ვიხარხაროთ ნოზაძეებმა. არ გავახაროთ მტერი ჩვენზედა.
00:56 / 15-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
ახლავე გაქრეს უგულავა , ჯვარი ეწეროს ამათზე მეტი ნიჭი, განათლება და ინტელექტი თუ არ ქონდეს, სასწაული, რომ მოხდეს გამოვიდეს ივანიშვილი და ხმამაღლა განაცხადოს, რომ ძალაუფლებას ვაბარებ ნაციონალებს, მე არც ამის სურვილი მაქვს საერთოდ არ ვარ საქართველოში, საინტერესოა დავით დროიძეების სასწორის პინა საით გადაიწევს.
23:41 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რომა
ჩემო ხატია,შეიძლება შენს ქმარს გიგიზე მეტი ძალა ჰქონდეს,მაგრამ სამაგიეროდ თავი აქვს ხის,ე.ი ხისთავიანია.
18:08 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მმგ
ურთერთდაპირისპირების რა მოგახსენოთ და ერთმხრივი გინება კი. ურთიერთდაპირისპირებას ვერც გაბედავდა თეძოებიანი ტანადი:))))
16:37 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
უგულავა ციხეშიმაგრები ხართ გაიხარეთ გმერთი თქვენსკენ
15:20 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
დროა დამტავრდეს ნაცმაცუნების პარპაში და ბლოყინა გიგი უგულავას რომელსაც ხმაც არააქვს ამოსაGები უნამუსოები მოასხდნენ ქვეყანას და ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად
15:17 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკრი
ფუფ ამ ტუჩებ გადმობრუნებულ ქალს რაღა უნდა კაცო, ასეთებიც რომ ხმას ამოიღებენ
14:40 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
გიგილოს ერთი ადგილის მლოკავებო მალე მოგიწევთ მაგ ადგილის მიტოვება,ციხეშიც ხომ არ წაყვებით
14:25 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS