13 ნოემბერი, 2013
სკანდალური დაპირისპირება რამაზ ნოზაძესა და გიგი უგულავას შორის, რას უწოდებს თბილისის მერს ხატია სიჭინავა
ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამაზ ნოზაძე, მეუღლესთან ერთად ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი დაუდგა გვერდში ბიძინა ივანიშვილს.

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა, წინასაარჩევნოდ ფოთსაც სტუმრობდნენ და ეკა ბესელიას მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობასა'' და ნოზაძეს შორის სწორედ მაშინ დაიწყო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი,
ნოზაძის დედა, ლალი ნოზაძე, რომელიც წლების განმავლობაში 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორი გახლდათ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების საკვები პროდუქტის რამდენიმე კილოგრამით მეტობა გახლდათ.

აღნიშნულ ფატქს, ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ვრცლად განმარტა თბილისის მერსა და სპორტსმენს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზები.

''გიგი უგულავასთან რამაზ ნოზაძის პირადი კონფლიქტის გამო, ავლაბრის 29-ე ბაგა-ბაღიდან მოხსნილი იქნა რამაზის დედა, ლალი ნოზაძე. ბრძანება გაიცა პირადად გიგი უგულავასგან და შევიდა თუ არა ძალაში, ყოველდღიურად ამოწმებდა დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეჟანიშვილის დახმარებით, რომელიც ''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტია. დირექტორის მოხსნის შემდეგ სწორედ ეს ქალბატონი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.

შენი შეცდომა ის არის გიგი, რომ შენ დროებითი ძალაუფლება გაქვს, ჩემს ქმარს კი სამუდამო ძალა. კიდევ ის, რომ შენ იმის გამო, სტადიონზე რომ გაგინა, იქ მოუყრუე და ვირთახასავით დედაზე მიიტანე იერიში. ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი'' , - წერს სიჭინავა.

უგულავასა და ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ''დიფ ფარფლის'' კონცერტზე მოხდა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ვახტანგი
ადრე სად იკავიტ ხალხო რატო ხმას არ იგებდით??
23:53 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახტანგი
კველა როგორ გახდა ეხლა ოცნების გვერდსჰი მდგომი??
23:51 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
უკვე პრესის სირცხვილიც არის ამ ქალის გაპიარება, სადაც რა არ უნდა წაიკითხო ყველგან ეს შეუხედავი, გაუზრდელი და უტაქტო ქალია
03:53 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ჩემი ქმარი რომ დაგარტყავს ამერიკაში გადაგაგდებს - აი დაახლოებით ასეთი კომენტარია. ეს ქალი ბუნებით ქერაა თუ ძალით იქერავებს თავს?
02:51 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
Mგონი უკეთესი იქნებოდა ქალები კაცების საქმეში არ ვერეოდეთ, ასე მგონია,ცოლს მაშინ ალაპარაკებს ქმარი,როცა თავად პასუხის გაცემა არ შეუძლია!
22:16 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კალანდაძე
კარგით რა.... როგორ შეიძლება ყველას ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი და ვლანძღოთ ერთმანეთი:( ნუთუ ყველანი საუკეთესოები გყავთ:მშობლები,დედმამიშვილები და ნათესავები.....?! ყველამ მივხედოთ ჩვენს თავებს!
13:28 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
??????
ხალხნო 35 წელი იყო დირექტორიო,არ დაბერდა გამაგებინეთ,ყველაფერს რომ თავი დავნებოთ?
09:43 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
დედამთილს რომ დაუდგა ამიტომ არ მოსწონთ ამათ ხომ მარტო თავი უყვართ ქმრის ნათესავები ეზიზღებათ ისინი აკეთებენ ასეთ კომენტარებს
02:01 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
გიგი სულგაყიდული არაკაცია უამრავი ნაციონ... ნაცისტივით!
21:56 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
გიგი რას მოესწარი?..ჩვენ კი ძაან კარგ ხასიათზე ვარტ.აი,ეგრე.
19:49 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS