რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა, წინასაარჩევნოდ ფოთსაც სტუმრობდნენ და ეკა ბესელიას მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობასა'' და ნოზაძეს შორის სწორედ მაშინ დაიწყო.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი,
აღნიშნულ ფატქს, ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ვრცლად განმარტა თბილისის მერსა და სპორტსმენს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზები.
''გიგი უგულავასთან რამაზ ნოზაძის პირადი კონფლიქტის გამო, ავლაბრის 29-ე ბაგა-ბაღიდან მოხსნილი იქნა რამაზის დედა, ლალი ნოზაძე. ბრძანება გაიცა პირადად გიგი უგულავასგან და შევიდა თუ არა ძალაში, ყოველდღიურად ამოწმებდა დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეჟანიშვილის დახმარებით, რომელიც ''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტია. დირექტორის მოხსნის შემდეგ სწორედ ეს ქალბატონი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.
შენი შეცდომა ის არის გიგი, რომ შენ დროებითი ძალაუფლება გაქვს, ჩემს ქმარს კი სამუდამო ძალა. კიდევ ის, რომ შენ იმის გამო, სტადიონზე რომ გაგინა, იქ მოუყრუე და ვირთახასავით დედაზე მიიტანე იერიში. ჩემი ქმარი დედაშენს არ დაუწყებს ძებნას. მოკლედ, ძალიან ბევრი განსხვავებაა თქვენს შორის და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი, უნდა დაფიქრებულიყავი'' , - წერს სიჭინავა.
უგულავასა და ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ''დიფ ფარფლის'' კონცერტზე მოხდა.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















