15 მარტი, 2017
მზეთუნახავი და ურჩხული''-ს ახალი ეკრანიზაცია
Walt Disney და Mandeville Films-ი ახალ ერთობლივ ნამუშევარს ''მზეთუნახავი და ურჩხული '' გვთავაზობს, რომლის რეჟისორი ბილ კოდონი, სცენარის ავტორები კი Stephen Chbosky და Evan Spiliotopoulos არიან.

ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორია ურჩხულისა და მზეთუნახავის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს ერთი ვაჭრის ქალიშვილისა და დაწყევლილი პრიცნის შესახებ, რომელსაც წყევლის მოსაშორებლად მხოლოდ კეთილშობილება სჭირდება. 

ფილში, რომლის ბიუჯეტი 160 მილიონი დოლარია, მთავარ როლებს ამერიკელი და ბრიტანელი მსახიობები განასახიერებენ. ბელის პერსონაჟი, ჰარი პოტერის ვარსკვლავმა ემა უოთსონმა მოირგო, ურჩხულად კი დენ
სტივენსი მოგვევლინება.

მათ კომპანიონობას ლიუკ ევანსი, იუენ მაკგრეგორი, იან მაკკელენი, ემა ტომპსონი და ჯოშ გადი გაუწევენ.

''მზეთუნახავი და ურჩხულის'' გადაღებები ინგლისში 2015 წლის 18 მაისს დაიწყო და რამდენიმე თვეს გაგრძელდა, წინასწარი მონაცემებით ის გახდა ყველაზე სწრფად გაყიდვადი საოჯახო ფილმი კომპანიის ისტორიაში, რომელსაც კრიტიკოსები საკმაოდ დადებითად აფასებენ და დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.


1991 წლის ანიმაციური ფილმის რიმეიქს, რეალური პერსონაჟებით მაყურებელი დიდ ეკრანზე 2017 წლის ხვალ, 16 მარტიდან იხილავს.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS