"ყველაზე ცისფერი თვალი" მოგვითხრობს 11 წლის შავკანიან გოგონაზე, რომელიც ცისფერ თვალებზე ოცნებობს, ისეთზე, როგორიც მის თეთრკანიან და ქერა თანატოლებს აქვთ ამერიკაში. მიაჩნია, რომ ცისფერი თვალებით უფრო იოლად
''ეს ნაწარმოები, ტკივილით ისეა გამსჭვალული, რომ რომანი პოეზიად იქცა'' - წერდა New York Times. ''ყველაზე ცისფერი თვალი''Yუფაქიზესი წიგნია. იგი დასტირის ამქვეყნად მცხოვრებ ყველა ნაგვემ ბავშვს'' - ვკითულობდით Daily Telegraph-ის ფურცლებზე. ''ყველაზე ცისფერი თვალი'' იკვლევს მიზეზებს, თუ რატომ ატანს მსოფლიო ქარს სილამაზეს. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს შავი რასის სილამაზესთან, მისი გამმეტებელი კი არის ის კულტურული მანქანა, რომელიც, როგორც ჩანს, შესაძლებლობების ჩასაკლავად არის გამოგონილი'' - იუწყებოდა Entertainment Weekly.

თავად მწერლის თქმით: "რომანს საფუძვლად დაედო დიალოგი, რომელიც ერთხელ ბავშვობის მეგობართან მქონდა. სწავლა ახალი დაწყებული იყო, პირველ კლასში ვიყავით. უცებ ამ გოგონამ მითხრა, რომ ძალიან სურდა, ჰქონოდა ცისფერი თვალები. ერთბაშად წარმოვიდგინე იგი ცისფერი თვალებით და პირდაპირ შემზარა საკუთარი წარმოსახვის ნაყოფმა: ანუ იმან, თუ რას დაემსგავსებოდა ნატვრა რომ ასრულებოდა. მის ხმაში გაჟღერებული ნაღველი აშკარად სიბრალულისკენ მომიწოდებდა და მეც სახელდახელოდ მოვიფიქრე ყალბი სიბრალულის გამომხატველი სიტყვები, მაგრამ მისმა მკრეხელურმა მოსაზრებამ ისე აღმაშფოთა, რომ სიბრალულის ნაცვლად ძალიან გავუბრაზდი".
ტონი მორისონის მომავალ შემოქმედებაზე დიდი როლი ითამაშა იმ ისტორიებმა აფრო-ამერიკელთა ცხოვრებიდან, რომელსაც ხშირად უამბობდა მამა ბავშვობაში. მისი საგამომცემლო სფეროში მოღვაწეობის პერიოდში მწერლის რედაქტორობით არაერთი ცნობილი აფროამერიკელის (მაგ: მუჰამედ ალი, ანჟელა დევისი ებდრიუ იანგი) ავტობიოგრაფია გამოიცა წიგნად "რანდონ ჰაუსისთვის". .
მოღვაწეობის განმავლობაში ტონი მორისონმა მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრემია დაიმსახურა, მათ შორის ნორმან მაილერის, ჯანეტ ჰაიდინგერ-კაფკას, ამერიკული წიგნის, პულიცერის, ჰელმერიხის, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემიები. ასევე გადაეცა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდება და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.
86 წლის მწერალი დღესაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მონაწილეობს ფემინისტურ მოძრაობებში და სიტყვით გამოდის შავკანიანთა კონგრესებზე. მისი ნაწარმოები ითარგმნა იტალიურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ქართულ, რუსულ, იაპონურ და სხვა ენებზე. მისი ცხოვრება და ბიოფრაფია კი არაერთი მონოგრაფიის საფუძვლად იქცა.
თინათინ შავლაძე