12 ნოემბერი, 2013
ნიკოლოზ ცისკარიძე მორიგ სკანდალში გაეხვია
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ შეკითხვაზე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ცოლი არ ჰყავს და არც ჩქარობს ოჯახის შექმნას ნიკოლოზ ცისკარიძის გარშემო სკანდალები არ ცხრება. რუსეთში მას აშკარად ბევრი მტერი ჰყავს. ჯერ იყო და დიდ თეატრში მართლაც დიდ გაუგებრობებში მოხვდა, რომელიც ლამის სასამართლომდე მივიდა. შეგახსენებთ, დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სერგეი ფილინმა, რომელსაც თავს დაესხნენ და სახეში მჟავა შეასხეს, დანაშაულის ერთ-ერთ დამკვეთად ნიკოლოზ ცისკარიძე დაასახელა.

გარდა ამისა, ცისკარიძე დიდ თეატრში მიმდინარე რეკონსტრუქციებს გამუდმებით აპროტესტებდა, კულტურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად
პუტინსაც კი მისწერა საგანგებო საჩივარი. ცოტა ხნის წინ, უფრო სწორად კი 28 ოქტომბერს, ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დანიშნეს. როგორც აღმოჩნდა, არც აკადემიის კოლექტივისთვის აღმოჩნდა მისი კანდიდატურა მისაღები.
Rating
აკადემიის წარმომადგენლები, ძირითადად კი პედაგოგები, რუსეთის კულტურის სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, გადაიხედოს რექტორის პოსტზე ცისკარიძის დანიშვნის გადაწყვეტილება. პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მარიას თეატრის ბალეტის მსახიობები თავიანთ გზავნილში დაუყოვნებლივ ითხოვენ ქართველი ბალერონის საკითხის განხილვას.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, უწინდელი ხელმძღვანელობის მოხსნასა და ცისკარიძის დანიშვნასთან დაკავშირებით, ''უკიდურესად ნეგატიურ შეფასებებს იწვევს როგორც სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, ასევე მარიას თეატრის კოლექტივს შორის'' . სანამ კულტურის სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე ფიქრობენ, ინსტიტუტის მუშაობა პრაქტიკულად პარალიზებულია და პროფესორ-მასწავლებლები მოლოდინის რეჟიმში არიან.
Rating
როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ ინსტიტუტში არ სურდათ ძველ ხელმძღვანელობასთან დაშორება, თვით ცისკარიძეც არ მოსწონთ. სავარაუდოდ, ეს დიდ თეატრში დაწყებული შიდა ინტრიგების გაგრძელებაა.
არადა, ნიკოლოზ ცისკარიძე დიდი თეატრის პრემიერი იყო და რუსეთში ყველაზე ცნობილი ბალერონია, რომელსაც რუსულ პოპულარულ გადაცემებშიც ხშირად იწვევენ, რუსეთის სახალხო არტისტია, მის აზრს პატივს სცემენ და რუსეთის პრეზიდენტის საბჭოს წევრიც კია კულტურისა და ხელოვნების დარგში. ვნახოთ, რით დასრულდება ცისკარიძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, მანამდე კი გავიხსენოთ, როგორ ამობრწყინდა მისი ვარსკვლავი და როგორ გახდა რუსეთში პოპულარული ადამიანი.
გამოცდილი
ჟიური

1973 წლის 31 დეკემბერს დაიბადა თბილისში, მეცნიერ-ფიზიკოსის, ფიზიკის მასწავლებელ ლამარა ცისკარიძისა და მევიოლინე მაქსიმე ცისკარიძის ოჯახში, თუმცა მამინაცვალმა გაზარდა. ცისკარიძის მამის დედა, წარმოშობით ფრანგი, გათხოვებამდე მსახიობი ყოფილა. გვიანი ბავშვი იყო _ იგი რომ გაჩნდა, დედამისი 43 წლის გახლდათ. ხელოვნების მოყვარული ქალი იყო და აქტიურად ესწრებოდა კონცერტებს თბილისსა და მოსკოვში, თან დაატარებდა პატარა ნიკოლოზს.

ისიც გამუდმებით მიიწევდა სცენისკენ _ უყვარდა ლექსების კითხვა, სიმღერა, პატარა სცენების გათამაშება მეზობლებსა და ახლობლებთან.
1984 წელს ჩააბარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, 1987 წელს კი სწავლა მოსკოვის აკადემიურ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. მანამდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე უკვე ასრულებდა პარტიებს. ხოლო მოსკოვში აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1992 წელს, საქართველოში უკვე ცნობილი ბალერონი ნიკა ცისკარიძე დიდი თეატრის დასში აიყვანეს და მას მერე საზოგადოებამ ნიკოლოზ ცისკარიძის სახელით გაიცნო.
Rating
თანდათანობით წამყვანი პარტიების შესრულება დაიწყო ძირითადად კლასიკურ სპექტაკლებში, მისი სახელი გასცდა რუსეთის ფარგლებს და მის კარიერაში ბევრი მნიშვნელოვანი პარტია, ჯილდო და გასტროლი ჩაიწერა. სამჯერ იყო საცეკვაო პროექტის ''ცეკვის მეფეების'' მონაწილე, აქვს მრავალი ჯილდო და წოდება. სხვადასხვა პროექტში მონაწილეობასთან ერთად რუსეთის ერთ-ერთ არხზე პროგრამა ''მსოფლიო მუსიკალური თეატრის შედევრები'' მიჰყავს. ძირითადად მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა საქართველოსაც სტუმრობს, ამჟამად ცნობილი პროექტის ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრია. სხვათა შორის, ამავე პროექტის რუსულ ვარიანტში ცისკარიძე არაერთხელ ყოფილა ჟიურიში, ასევე სხვა პროექტებში და ყოველთვის განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა.

კარგა ხანს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა დიდ თეატრში, მასთან ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა ცეკვის სასწავლად.
ცეკვის გარდა სხვა სახის ინტერესებიც აქვს. 2012 წელს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემიის მაგისტრატურაში ჩაირიცხა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ შეკითხვაზე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ცოლი არ ჰყავს და არც ჩქარობს ოჯახის შექმნას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ნენე
მართლაც რომ ბნელეთში ხართ უმრავლესობა. ჩვენ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ის ქართულ გვარს ატარებს და არ გადაუკეთებია როგორც ახლანდელ უნიჭოებს,სადღაც რომ წავლენ და ღმერთმა იცის რას ირქმევენ. გაეცანით მის ინტერვიუებს, ყველგან წინ სწევს ყველაფერ ქართულს. უნიჭიერესი, განთლებული ყველა სფეროში. ის არავითარი გეი არ არის. ეს სურათები ფრანგმა ხელოვანმა გადაიღო. ის არავითარი ინტრიგანი არ არის. ვერ ხედავთ: ის ქართვეია რუსეთში და თანაც პირველი. როგორ ფიქრობთ, ამას გაპატიებენ რუსები, კიდევ რამდენს მიაღწია, ობოლმა, ჩამოსულმა ყმაწვილმა. ცოლს კი როცა მოესურვება მაშინ მოიყვანს. სირცხვილი თქვენი, ვისაც არაფრის კითხვა არ გინდათ თქვენი გაუნათლებლობით სისაძაგლეებს რომ წერთ. ის ჩვენი საუნჯეა.
02:27 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
არტკლასი
ვაიმე რა ვიხალისე ...ვხარხარებ კომენტარებზე თქვენ გაიხარეთ...იუნორის გრდზნობა კიდევ რომ შემოგვრჩენია...ნილოსის კრაკადილი მაგარი იყო :D..აუ კიდევ ვხარხარებ....:))))...საგოლ ცისკარიდზე..:)
00:30 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხალხნო! გაიგეთ ბალერონი არ არის სწორი! მამაკაც მოცეკვავეს,ბალეტის მოცეკვავე ქვნია! ეს იგივეა,გრაფი და გრაფინკა რომ თქვა! ბალერინა ბალერონი,უი მეეეე!
17:41 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
rebel helot-ს
თავი ყოვლისმცოდნედ რომ მოგაქვთ, რომ გადაამოწმოთ, არაა? აი, როგორ წერია ამ სასწავლებლის სახელწოდება: Академия Русского балета имени А. Я. Вагановой.
10:13 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
rebel helot
დებილო ჟურნალუგა, ვაგანოვა კი არა და არაქელოვა. ეგ თეატრი ვაგანკოვის სახელობისაა და გვარი ვაგანკოვი რუსეთის მდინარე ვაგანიდან მომდინარეობს და არა სომხური სახელი ვაჰანადან. თფუი...
22:01 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS