16 მარტი, 2017
ტოპ 5 სელებრითი, რომლებსაც სილამაზეს არ პატიობენ - ''ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს არავითარ შემთხვევაში''
''ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს არავითარ შემთხვევაშიო'', თქვა ერთხელ მონიკა ბელუჩიმ. მართლაც, რატომღაც ლამაზი ქალები, ხშირად ხდებიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, კრიტიკის ობიექტები საზოგადოების მხრიდან. რატომღაც, როცა ქალის სილამაზეს აღიარებენ, სანაცვლოდ მის უჭკუობას უჩივიან. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ლამაზი ქალები ხალხს არასდროს უყვარდა.

ვინ იცის, შეიძლება ამის მიზეზი, შურია ან სულაც, სილამაზით გამოწვეული ზღვარგადასული თავდაჯერებულობაა? იქნებ, სამყაროს კანონზომიერება განაპირობებს ამას? აძლევს ქალს სილამაზეს და აიძულებს, ამის ნაცვლად, სხვა რამეზე თვას უარი?

ასეა თუ ისე, ფაქტია,
რომ არსებობენ ქალები, რომლებსაც ხალხი სილამაზეს არ პატიობს.

გთავაზობთ ხუთ სელებრითს, რომლებსაც ხალხი სილამაზეს არ პატიობს:

''მის სამყარო 2016''-ზე საქართველო ნუკა ყარალაშვილმა წარადგინა. გოგონა სამოდელო ბიზნესში 16 წლიდან არის ჩართული. ამ დროის განმავლობაში ის თანამშრომლობდა სააგენტო Image Centre-თან და მილანურ სააგენტო THE ONE MODELS-თან.

Rating






























ნუკამ პოპულარობა "მის საქართველოს" ტიტულის მიღების შემდეგ მოიპოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ხალხის სიმპათია ბევრად უფრო რთული მოსაპოვებელი ყოფილა, ვიდრე ყურადღება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები საკუთარ თავს ხმამაღალი შეძახილით წარადგენენ, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნუკასთვის კრიტიკა და სალანძღავი ეპითეტები და შედარებები არავინ დაიშურა. "ფარშევანგს გავს, სილამაზეც არაინტელექტუალური აქვს", "რა აკივლებს?!", "რას გავს, უკეთესი ვერავინ ნახეს?", - წერენ ნუკას ვიდეოს კომენტარებში.

სოფო ნიჟარაძის მიმართ სამყარო განსაკუთრებულად გულუხვი აღმოჩნდა, სილამაზე და საოცარი მუსიკალური მონაცემები, - ეს ორი ერთად ნამდვილი ბედნიერება და დიდი წარმატების საწინდარია.

Rating

თუმცა, მომღერლის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით უამრავ პარადოქსულ ჭორს ავრცელებენ და მის სილამაზეს არ აღიარებენ. "საშინელი ცხვირი აქვს", "პლასტიკური ქირურგიის შედევრია", "აწყობილია", -ამბობენ სოფო ნიჟარაძეზე.















ჩვენს ხუთეულში კვლავ "მის საქართველო" მოხვდა, თუმცა, ამჯერად 2011 წელს გამარჯვებული, ჯანეტ ქერდიყოშვილი. ულამაზესი ჯანეტის მიმართულებით საზოგადოების აგრესია მას შემდეგ გაღვივდა, რაც გოგონამ ხმამაღლა გააჟღერა ის ტრადიციული შეხედულება, რომელიც ქართველების დიდ ნაწილს უკვე მრავალი ათწლეულია ღრმად აქვს ჩანერგილი და მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ეს მენტალიტეტი შეირყა.

Rating






























ჯანეტ ქერდიყოშვილმა საჯაროდ თქვა ის, რაც ქართული ტრადიციული ოჯახების უდიდესი ნაწილისთვის დაუწერელი კანონივითაა და ამის გამო დიდი მითქმა-მოთქმა შეიქმნა. "ლამაზი და ჭკვიანი სად გინახავთ?!", "დებილია ეს გოგო", "რატოომ ჯანეტ, რატომ?", - წერდნენ სოციალურ ქსელში ჯანეტის შესახებ.

მეორე ადგილი მაკა ასათიანმა დაიკავა, მას უკვე მრავალი წელია საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ეკუთვნის.


Rating
































მაკა ერთ დროს, როგორც დიზაინერი, აქტიურად მუშაობდა, აწყობდა ჩვენებებს. მაკას პირველი მეუღლე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო. ახლა ის მეორე ქორწინებაშია, ცხოვრობს შცვეიცარიაში და იშვიათად სტუმრობს საქართველოს.

საზოგადოების ნაწილს ის დღესაც ძალიან უყვარს, მეორე ნაწილი კი გამუდმებით აკრიტიკებს. რთული სათქმელია, მაკა ასათიანთან რა პრობლემა აქვთ, ალბათ უფრო, მისი წარსული არ მოსწონთ, თუ ... ასეა თუ ისე, არასდროს აკონკრეტებენ, რას უჩივიან, მაგრამ უჩივიან...

პირველ ადგილს საქართველოს სექსსიმბოლო შორენა ბეგაშვილი იკავებს. შორენას გაკრიტიკება მისი ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიწყეს. ვიზუალური ნაკლი ვერ უპოვეს და პლასტიკური ოპერაციების გამო დაადანაშაულეს. "აწყობილი სილამაზე", "ნეტავ ეს მანქანა რომელმა კაცმა უყიდა?!", "ამოვიდა ამის საჯდომის სურათები ყელში", - წერენ შორენა ბეგაშვილზე სოციალურ ქსელში.

Ratingშორენა ბეგაშვილი პირად ურთიერთობებს არასდროს ასაჯაროებს, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე მაინც ყოველთვის ლაპარაკობენ.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნუ მიწყენთ)
მაკა ასათიანის გვერდით ამ გოგონების ყოფნა ცოტა უადგილოა!
15:03 / 19-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გარეგნულ სილამაზეს შინაგანი არისტოკტატიზმი თუ არ ამშვენებს, სრულყოფილი ვერ იქნება. ამ მხრივ მაკა ასათიანი მართლაც პირველია.
21:56 / 17-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაკაც ლამაზია, სოფოც, შოროც და სხვებიც კიდევ ვისაც არ იცნობთ და ან იცნობთ. უბრალოდ მასში თუ რაღაც არ მოგეწონებათ უკვე იშლება მისი სილამაზე თქვენს თვალში. აი ესაა რეალური მიზეზი მოწონება არ მოწონებას შორის
15:30 / 17-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაკა ასათიანი შეუდარებელია როგორც სილამაზით,ასევე დახვეწილობით.ვიტყოდი ყველა დროის ქართველი ქალის ეტალონია,ვგიჟდები... საერთოდ სტატიას რატომ წერენ ასე მუქ ფერებში ვერ გამიგია :) სოფოც ძალიან ლამაზია და საყვარელი, აი შორენა ბეგაშვილის მიმართ კი აგრესია მგონი ძირითადად მისი ვულგარულობიდან გამომდინარეობს. არა, ლამაზი ქალია ნამდვილად, მაგრამ მგონია არც ისეთია,რომ პირველი ადგილი ეკავოს, მართლა ზედმეტად ვულგარული და არაბუნებრივია ჩემი აზრით(აგრესიის გარეშე ;) )... აი, იმ დანარჩენ ორი კი არ ვიცი და ვერ შევაფასებ ამიტომ :) ფოტოებსაც არ მიხსნის რატომღაც.
14:27 / 17-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მაკა მართლა ულამაზესია
მაკას შეუდარებელ სილამაზეს ნუ შეედრებით ნურავინ. მაკა ჩემპიონია.
10:14 / 17-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯონდო
მაკა მართლა სუპერი
00:07 / 17-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ვალერი ვალერი
სად არის ია ფარულავა N1 კრასავიცა?????
20:54 / 16-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ელე
ყველა ლამაზია მაგრამ მაკა სულ სხვაა - სილამაზე შერწყმული დახვეწილობასა და ინტელექტთან. დანარჩენებს ის არც კი უნდა შეედაროს
18:09 / 16-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Vin ar assjaroebs begashvili?! Da ar tkvat suratebs da videoebs media sashualebebs mezoblebi awvdidnen da ar mitxrat paparacebi kutxe kunchul dasdeven?! Yvelaze metad eg asajaroebs. Xo piradi teleponidan suratebi vin agzavna da video mimartvebi. ?
18:06 / 16-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნონა
მაკა ასათიანი ნამდვილად ულამაზესია ყველა დროში.
17:39 / 16-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS