11 ნოემბერი, 2013
''ვამაყობ მიხეილ სააკაშვილით" - ხატია ბრაჭულის და მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრა
ხატიასა და პრეზიდენტის სურათები უამრავმა ადამიანმა მოიწონა და ხატიას მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს საქართველოში არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა სოციალურ ქსელში პოლიტიკური ვნებათაღელვა ჯერ კიდევ გრძელდება. ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსებიდან და ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' კანტიდატის წაგების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს. ''ფეისბუქზე'' უამრავი მომხმარებელი აქვეყნებს პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ძველ დროს მისტირის. მათ შორის არიან ცნობილი სახეებიც. ჩვენი ყურადღება ამჯერად მსახიობმა ხატია ბრაჭულმა მიიქცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ხატია სერიალში ''გოგონა
გარეუბნიდან'' ერთ-ერთი ექთნის როლს თამაშობდა. პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოები მანაც გამოაქვეყნა ''ფეისბუქზე'' . მსახიობს რამდენიმე კითხვა სოციალური ქსელის საშუალებით დავუსვით.

- ხატია, მიხეილ სააკაშვილთან ფოტოები სად გაქვთ გადაღებული?
- ფოტოები პრეზიდენტს სასახლეში გადავიღე.
- როდის?
- ცოტა ხნის წინ.
- რატომ შეხვდით პრეზიდენტს?
- უკაცრავად, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- მეორე ფოტოც გაქვთ სააკაშვილთან ერთად გადაღებული.
- ეგ ფოტო პრეზიდენტთან და ჩემს დაქალთან ერთად გადავიღე.
- პრეზიდენტთან რა თემაზე ისაუბრეთ?
- არ მისაუბრია.
- მოგწონთ მისი ცხრაწლიანი მოღვაწეობა?
- დიახ, ვამაყობ მიხეილ სააკაშვილით.
- გიორგი მარგველაშვილზე რა აზრის ხართ? მასთან თუ გადაიღებდით სურათს?
- გიორგი მარგველაშვილთან ფოტოს გადაღების სურვილი არ მაქვს.
- იქნებ მაინც გვითხრათ, რასთან დაკავშირებით შეხვდით პრეზიდენტს. ამ თემაზე რომ არ საუბრობთ, უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდება მკითხველს.
- სხვა თემაზე საუბარი არ შეიძლება? მიხელ სააკაშვილს ჩასაფრებული ხართ?
- უბრალოდ საინტერესოა, რატომ ხვდება მსახიობი პრეზიდენტს.
- რა შუაშია მსახიობი? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს.
- თქვენი ნებაა. ხატია, ''გოგონა გარეუბნის'' დახურვის შემდეგ რას საქმიანობთ?
- 7 ნოემბერს შედგა ავთო ვარსიმაშვილის ფილმ ''სახლი რომელიც ფანჯრიდან გაიპარა'' -ს პრემიერა, სადაც ერთ-ერთ როლს ვთამაშობ. ახლა სპექტაკლ ''ჭალას ჩიტი მომკვდარიყოს'' რეპეტიციები გვაქვს, რომელზეც რეჟისორი დავით ანდღულაძე მუშაობს.
Rating
''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ხატიასა და პრეზიდენტის სურათები უამრავმა ადამიანმა მოიწონა და ხატიას მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს. წერდნენ, რომ ორივე ძალიან უყვართ და მიშა საუკეთესო პრეზიდენტია.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
ზუკი
ხატია რომ ნამდვილად არ იკადრებს ეს კი ნამდვილად მჯერავს
21:58 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ნეტა ვის აინტერესებს ამ უგნურ რეგვენის სურვილები
21:54 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ზუკი
რატო არ იკადრებს? მის ლედის აგარ ჯობია?
21:54 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
აკო
შე საცოდავო,მიშამ ალბათ გიხმსრა,მარგველასვილი არც გიკადრებს
21:47 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
როგორ ლანძღავთ ერთმანეთს?პრეზიდენტების გამო?ყველას აქვს გამოხატოს თავისი აზრი და სიყვარული ამათუიმ ადამიანის მიმართ,...და ამიტომ ნუ დაკბიჩავტ ერთმანეთს:)
21:33 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელიზბარი
სააკაშვილი საამაყო პრეზიდენტია, მარგველაშვილიც გვინდა, რომ საამაყო იყოს, მაგრამ საამისო პირი არ უჩანს, გაიხსენეთ მისი ცეკვა ბერას კონცერტზე და სხვ. ბევრს შერცხვა მის მაგივრად, 60 %-ს კი ეტყობა სირცხვილის გრძნობა დაკარგული აქვს.
20:53 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
NIA
როგორ მეცოდები.
20:41 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მარგველაშვილს ააქვს, ნეტა, შენთან სურათის გადაღების სურვილი, ამაზე არ გიფიქრია?
20:40 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გურული
ხატია რომელია შუაში რომ დგას???????
20:40 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
davito
ვაი შენს პატრონს!
18:25 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS