11 ნოემბერი, 2013
''ვამაყობ მიხეილ სააკაშვილით" - ხატია ბრაჭულის და მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრა
ხატიასა და პრეზიდენტის სურათები უამრავმა ადამიანმა მოიწონა და ხატიას მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს საქართველოში არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა სოციალურ ქსელში პოლიტიკური ვნებათაღელვა ჯერ კიდევ გრძელდება. ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსებიდან და ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' კანტიდატის წაგების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს. ''ფეისბუქზე'' უამრავი მომხმარებელი აქვეყნებს პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ძველ დროს მისტირის. მათ შორის არიან ცნობილი სახეებიც. ჩვენი ყურადღება ამჯერად მსახიობმა ხატია ბრაჭულმა მიიქცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ხატია სერიალში ''გოგონა
გარეუბნიდან'' ერთ-ერთი ექთნის როლს თამაშობდა. პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოები მანაც გამოაქვეყნა ''ფეისბუქზე'' . მსახიობს რამდენიმე კითხვა სოციალური ქსელის საშუალებით დავუსვით.

- ხატია, მიხეილ სააკაშვილთან ფოტოები სად გაქვთ გადაღებული?
- ფოტოები პრეზიდენტს სასახლეში გადავიღე.
- როდის?
- ცოტა ხნის წინ.
- რატომ შეხვდით პრეზიდენტს?
- უკაცრავად, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- მეორე ფოტოც გაქვთ სააკაშვილთან ერთად გადაღებული.
- ეგ ფოტო პრეზიდენტთან და ჩემს დაქალთან ერთად გადავიღე.
- პრეზიდენტთან რა თემაზე ისაუბრეთ?
- არ მისაუბრია.
- მოგწონთ მისი ცხრაწლიანი მოღვაწეობა?
- დიახ, ვამაყობ მიხეილ სააკაშვილით.
- გიორგი მარგველაშვილზე რა აზრის ხართ? მასთან თუ გადაიღებდით სურათს?
- გიორგი მარგველაშვილთან ფოტოს გადაღების სურვილი არ მაქვს.
- იქნებ მაინც გვითხრათ, რასთან დაკავშირებით შეხვდით პრეზიდენტს. ამ თემაზე რომ არ საუბრობთ, უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდება მკითხველს.
- სხვა თემაზე საუბარი არ შეიძლება? მიხელ სააკაშვილს ჩასაფრებული ხართ?
- უბრალოდ საინტერესოა, რატომ ხვდება მსახიობი პრეზიდენტს.
- რა შუაშია მსახიობი? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს.
- თქვენი ნებაა. ხატია, ''გოგონა გარეუბნის'' დახურვის შემდეგ რას საქმიანობთ?
- 7 ნოემბერს შედგა ავთო ვარსიმაშვილის ფილმ ''სახლი რომელიც ფანჯრიდან გაიპარა'' -ს პრემიერა, სადაც ერთ-ერთ როლს ვთამაშობ. ახლა სპექტაკლ ''ჭალას ჩიტი მომკვდარიყოს'' რეპეტიციები გვაქვს, რომელზეც რეჟისორი დავით ანდღულაძე მუშაობს.
Rating
''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ხატიასა და პრეზიდენტის სურათები უამრავმა ადამიანმა მოიწონა და ხატიას მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს. წერდნენ, რომ ორივე ძალიან უყვართ და მიშა საუკეთესო პრეზიდენტია.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
ეს იმათ ვინც ამბობს რომ მარგველაშვილი ვიღაც მასოვშიკს არ იკადრებს!!
მინდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ რომ მარგველაშვილი ზუსტად რომ ვიღაც მასოვშიკ გოგონას ხვდება :)) რომელიც გერლფრენდია და მეტი არაფერი და ამაზე სამარცხვინო რაღა უნდა იყოს . ეს გოგო სულ არ ვიცი ვინ არის ასეთი აჟიოტაჟი რომ მოყვა მაგრამ ერთი ვიცი ვისთანაც უნდა იმასთან მივა და გადაიღებს ფოტოს და ეს თქვენი გასარჩევი არ უნდა იყოს და მითუმეტეს რომ ამბობთ მარგველაშვილი არ იკადრებსო, თავისი "მეგობარი გოგოს" შემდეგ რატომაც არ იკადრებს რითია უკეთესი? :))
12:40 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ზუკი-ს
ხატიამ რომ იკადრა იმას კარგ ოჯახში გაზრდილი პირუტყვი არ იკადრებდა.
12:03 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე -ს
ერთი მიშას ეტყობა სიჯანმრთელე და მეორე შენ.
12:01 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
უმკურნალეთ ამ გოგოს
მიშასთან გადაღებული ფოტოითი რომ იამაყებს ფუუუ,რა მაგრად უნდა გეკლდეს,მარგველშილი ღამე ვერ დაიძინებს ვიღაც მასოვშიკი მსახიობის გამო ,თუნდააც ხვალ კინო ვარსკვლავი გახდეს,რა ამბიციები აქვს ამ ხალხს,ვითომ ინტრიგა ჩააგდო არ ამბობს რატო შეხვდა ვის რაში აინტერესბ რა უქნა მიშამ,მაგისთანა ბევრი ყავს გამოცვილი
11:10 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელისო
მარიტა ჯერ წერა ისწავლე და მერე გადმოანთხიე შენი უგუნური აზრები დორბლი მიშას არ აკლია მშვიდობაში მოიხმარე ელიზბარ სამარცხვინო საქციელი შენს საამაყო მიშას არ აკლია
10:45 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
საცოდავები ვართ ყველა ვინც ვირაცასთან გადაღებული ფოტოთი ამაყობს. გინდა მისა იყოს და გინდა მარგველოაშვილი. ესე იგი სხვა საამაყო არაფერი გვაქვს??
10:33 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა სასაცილოა ეს ვითომ მსახიობი მასოვკაში რომ ჰყავთ ყოველთვის სიმახინჯე:):):):) რას გავხარ შვილოოო ასე შეეცვალა მიშას გემოვნება:(((
10:09 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე
მიშა პოლიტიკოსია,რომელმაც საქართველო გამოაჯანმრთელა. მაგრამ გონებაჩლუნგ მეოცნებე ამომრჩევლებს,ვერაფერით უშველიდა
08:53 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ხატია მშობლები არ გყავს, შე საცოდაო
23:31 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
შე საცოდაო, მარგველასჰვილი შენისთანა საცოდავს საერთოდ ზედაც არ შეხედავს.
22:31 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS