11 ნოემბერი, 2013
''ვამაყობ მიხეილ სააკაშვილით" - ხატია ბრაჭულის და მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრა
ხატიასა და პრეზიდენტის სურათები უამრავმა ადამიანმა მოიწონა და ხატიას მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს საქართველოში არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა სოციალურ ქსელში პოლიტიკური ვნებათაღელვა ჯერ კიდევ გრძელდება. ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსებიდან და ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' კანტიდატის წაგების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს. ''ფეისბუქზე'' უამრავი მომხმარებელი აქვეყნებს პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ძველ დროს მისტირის. მათ შორის არიან ცნობილი სახეებიც. ჩვენი ყურადღება ამჯერად მსახიობმა ხატია ბრაჭულმა მიიქცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ხატია სერიალში ''გოგონა
გარეუბნიდან'' ერთ-ერთი ექთნის როლს თამაშობდა. პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოები მანაც გამოაქვეყნა ''ფეისბუქზე'' . მსახიობს რამდენიმე კითხვა სოციალური ქსელის საშუალებით დავუსვით.

- ხატია, მიხეილ სააკაშვილთან ფოტოები სად გაქვთ გადაღებული?
- ფოტოები პრეზიდენტს სასახლეში გადავიღე.
- როდის?
- ცოტა ხნის წინ.
- რატომ შეხვდით პრეზიდენტს?
- უკაცრავად, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- მეორე ფოტოც გაქვთ სააკაშვილთან ერთად გადაღებული.
- ეგ ფოტო პრეზიდენტთან და ჩემს დაქალთან ერთად გადავიღე.
- პრეზიდენტთან რა თემაზე ისაუბრეთ?
- არ მისაუბრია.
- მოგწონთ მისი ცხრაწლიანი მოღვაწეობა?
- დიახ, ვამაყობ მიხეილ სააკაშვილით.
- გიორგი მარგველაშვილზე რა აზრის ხართ? მასთან თუ გადაიღებდით სურათს?
- გიორგი მარგველაშვილთან ფოტოს გადაღების სურვილი არ მაქვს.
- იქნებ მაინც გვითხრათ, რასთან დაკავშირებით შეხვდით პრეზიდენტს. ამ თემაზე რომ არ საუბრობთ, უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდება მკითხველს.
- სხვა თემაზე საუბარი არ შეიძლება? მიხელ სააკაშვილს ჩასაფრებული ხართ?
- უბრალოდ საინტერესოა, რატომ ხვდება მსახიობი პრეზიდენტს.
- რა შუაშია მსახიობი? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს.
- თქვენი ნებაა. ხატია, ''გოგონა გარეუბნის'' დახურვის შემდეგ რას საქმიანობთ?
- 7 ნოემბერს შედგა ავთო ვარსიმაშვილის ფილმ ''სახლი რომელიც ფანჯრიდან გაიპარა'' -ს პრემიერა, სადაც ერთ-ერთ როლს ვთამაშობ. ახლა სპექტაკლ ''ჭალას ჩიტი მომკვდარიყოს'' რეპეტიციები გვაქვს, რომელზეც რეჟისორი დავით ანდღულაძე მუშაობს.
Rating
''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ხატიასა და პრეზიდენტის სურათები უამრავმა ადამიანმა მოიწონა და ხატიას მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს. წერდნენ, რომ ორივე ძალიან უყვართ და მიშა საუკეთესო პრეზიდენტია.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
ხატია
მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაგარი პრეიდენტია მან შეძლო ქვეყნის ჯაობიდან ამოყვანა კიდევ კარგი კანონები შეიცვალა და პრემიერს გადაეცა ქვეყნის სადავეები თორემ მარგველაშვილი მიშას ვერც მიუახლოვდება , მიშა პოლიტიკოსია
13:53 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
შეთე
სამი წლის მერე, ამ სტატიების წაკითხვა მართლაც საინტერესო იქნება, პირველრიგში ავტორთათვის. სირცხვილზეც მერე ვილაპარაკოთ.
13:43 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ელგუჯა
როგორ გაუსივდა თავი ამ არა ნორმალურ მოვლენას!?
09:42 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რას გავს მახინჯი
02:05 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ოპააა
და ვინ თქვა რომ ბრაჭული მსახიობია და ვინმეს აინტერესებს მისი აზრი? ბენტერა ქარაფშუტა :(
21:33 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ადკ
ცნობილი სახეებიც))))))))))))
21:24 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეხლა ამასაც ჩემი ცოლის დაქალებში მოუნდა გამოჩენა :D:D:
21:00 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გგგგგგ
რამ გაგაბოროტათ რომ აიკელიტ გოგო სურატი გადაიღო ეგ ვიტომ ცოცხი გასარჭობი გაქვტ უკანალსჰი მარტლა
20:02 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
სამარეში ჩაყვეს თუ უნდა კრეტინ მიშას. მაგრამ როგორც ხდება თუ მისაძვრომი ნახა მალე ახალ ხელისუფლებასთანაც ნახავთ
19:53 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
,,ნ ა ც ე ბ ს,, ...
სახე როგორი დასიებული აქვს??? ალბათ ,,ბოღმისგან,, გასივდა, გულზე სკდება.
17:21 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS