მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს საფულე მოპარეს.
ამის შესახებ მომღერალმა ინფორმაცია "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. "თიბისი ბანკში ვინ მუშაობთ? სასწრაფოდ...
SOS" - წერს თაკო გაჩეჩილაძე. როგორც ჩანს, მომღერალი თიბისი ბანკის მომსახურებით სარგებლობს.
"თიბისი ბანკში ვინ მუშაობთ? სასწრაფოდ! საფულე მომპარეს და დაბლოკვა მინდა,
SOS!"- დაწერა მომღერალმა სტატუსად.
"პოლიციას მიმართე, ღამე ბანკი ვერ დაბლოკავს", "მაღაზიებში ივაჭრებს, მეც ეგრე დამიხარჯეს 200 ლარი.", "დარეკე ბანკში,- წერენ თაკოს "ფეისბუქის მეგობრები კომენტარებში.
უცნობია, ჰქონდა თუ არა მომღერალს საფულეში ნაღდი ფული, ან რა რაოდენობის თანხა აქვს ანგარიშზე.
შეგახსენებთ, რომ თაკო იმყოფება საფრანგეთში, კერძოდ პარიზში. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ქამოაქვეყნა პარიზში გადაღებული ფოტო წარწერით "გამარჯობა პარიზიი".
მერიემ კაკაურიძე