მსახიობს ჩვენ რამდენიმე ბლიც-შეკითხვა დავუსვით.
სახელი და გვარი: ია ფარულავა.
ჰოროსკოპი: მერწყული.
საყვარელი ფერი: მწვანე.
საყვარელი დესერტი: ფელამუში (მჭადის ფქვილით).
მეშინია: არაფრის.
საყვარელი ფასტ ფუდი: ხაჭაპური.
საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ წარმომიდგენია: ძალიან მდიდარი, ძალიან წარმატებული, ძალიან ლამაზი დ ახალგაზრდული იერის მქონე ქალბატონი.
ბავშვობაში მეგონა, რომ: ვიყავი პატარა.
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც:
წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი: "როგორ გავაძლიერო საკუთარი კუდი ანტენა" (იცინის). რთულია ამის ახსნა, ბევრი უნდა ვისაუბრო, კუდამდე და ანტენამდე, რომ მივიდე. მე უკვე დავწერე წიგნი, რომელსაც ქვია: "თამაში თამაშის გარეშე".
ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: საფულე.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ არის: დაიკიდე.
ორი მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში: ათ პროცენტს ქველმოქმედებას დავუთმობდი, დანარჩენით კი ჩემს მეგობრებთან ერთად ვიგულავებდი.
ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რომელიც მიჭამია არის: დათვის ყაურმა.
კატებსა და ძაღლებს შორის: უპირატესობას ვანიჭებ კატებს, თუმცა ორივე ძალიან მიყვარს.
საყვარელი სეზონია: გაზაფხული.
ჩემს გარდერობში: ძალიან ცოტა ფეხსაცმელია, ალბათ 15 წყვილი. ჩემი ტანსაცმელები გაჩუქების რეჟიმშია.
არჩევანი, რომლის წინაშეც ვდგები ყოველ დღე: სად დავლიო ყავა?
ის, რასაც ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანში არის: სიმართლე.
მერიემ კაკაურიძე