11 მარტი, 2017
ია ფარულავა - „მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც ერთი გიჟი ქალი“
ყველსათვის საყვარელმა მსახიობმა, ია ფარულავამ გადაწყვიტა - გააგრძელოს პრესასთან ურთიერთობა. "დავიწყე ისევ ინტერვიუები, ხალხს ვენატრები და რა ვქნა აბა?" - დაწერა იამ თავის "ფეისბუქზე".

მსახიობს ჩვენ რამდენიმე ბლიც-შეკითხვა დავუსვით.

სახელი და გვარი: ია ფარულავა.

ჰოროსკოპი: მერწყული.

საყვარელი ფერი: მწვანე.

საყვარელი დესერტი: ფელამუში (მჭადის ფქვილით).

მეშინია: არაფრის.

საყვარელი ფასტ ფუდი: ხაჭაპური.

საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ წარმომიდგენია: ძალიან მდიდარი, ძალიან წარმატებული, ძალიან ლამაზი დ ახალგაზრდული იერის მქონე ქალბატონი.

ბავშვობაში მეგონა, რომ: ვიყავი პატარა.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც:
ერთი გიჟი ქალი.

წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი:
"როგორ გავაძლიერო საკუთარი კუდი ანტენა" (იცინის). რთულია ამის ახსნა, ბევრი უნდა ვისაუბრო, კუდამდე და ანტენამდე, რომ მივიდე. მე უკვე დავწერე წიგნი, რომელსაც ქვია: "თამაში თამაშის გარეშე".

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: საფულე.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ არის:
დაიკიდე.

ორი მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში: ათ პროცენტს ქველმოქმედებას დავუთმობდი, დანარჩენით კი ჩემს მეგობრებთან ერთად ვიგულავებდი.

ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რომელიც მიჭამია არის: დათვის ყაურმა.

კატებსა და ძაღლებს შორის:
უპირატესობას ვანიჭებ კატებს, თუმცა ორივე ძალიან მიყვარს.

საყვარელი სეზონია: გაზაფხული.

ჩემს გარდერობში: ძალიან ცოტა ფეხსაცმელია, ალბათ 15 წყვილი. ჩემი ტანსაცმელები გაჩუქების რეჟიმშია.

არჩევანი, რომლის წინაშეც ვდგები ყოველ დღე:
სად დავლიო ყავა?

ის, რასაც ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანში არის:
სიმართლე.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ცირა
რაც გინდა ილაპარაკო ძალიან დიდი დადებითი აურა მოდის. საყვარელი ხარ.
13:37 / 15-03-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
ეგ შეუძლებელია ისეთი აკადემიური იერი გაქვს )))
13:39 / 12-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS