09 მარტი, 2017
განო მელითაური - "ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა - არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ...''
განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მისი ცხოვრების შესახებ საუბრობს. განოს და კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ. განო დღეს მთლიანად შვილებზეა ორიენტირებული, მისი თქმით მომავალი გეგმები ბავშვების სურვილების მიხედვით განვითარდება.

განო ''სარკესთან'' ინტერვიუში საუბრობს, რომ მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც მასთან სერიოზული ურთიერთობა სურთ.

"ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. მარტო როგორ უნდა გაძლო, აუცილებლად შეგიყვარდება კიდევ ერთხელო.

არ მოგატყუებთ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც სურვლი აქვთ ჩემთან სერიოზული ურთიერთობის, თუმცა არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელზეც
უნდა ვილაპარაკო.

თუ ოდესმე შევქმი ოჯახს ამაზე ხმამარლა ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამისთვის მზად არ ვარ და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა უნდა ეს კარგად იციან.

პროგნოზებს არ გავაკეთებ. არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ და არც ის, თუ არ დავიწყებ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ ჩემს შვილებზე, მათ ფსიქიკასა და აღქმაზე''.  ამბობს განო მელითაური "სარკესთან" საუბრისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
სოფია
პირადი პირადია და მაინც..ჯერ ძალიან ადრე მგონია ამ თემაზე საუბარი,ყველაფერს თავისი დრო აქვს,მათშორის გლოვასაც.
17:20 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
ო ეს ფოთლები ფენილი ქარით...ეს ცა მითხარით არავის თქვენგანს არ ენანება? რც შენ შენი და კოტეს სიყვარულზე გისაუბრია, ეს სიყვარული თუ ერთგულების ღირსი არ არის და ...ეს ცხოვრება იმისთვის მოგვეცა რომ გავიმარჯვოთ და რაღაც ლამაზი შევქმნათ-ლამაზი კვალი .კოტემ ეს მოახერხა.
17:16 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
"ნებართვას" ელოდება ხალხისგან,თუ რა უნდა ამას?! შენი არჩევანი რატომღაც... ნაკლებად გვაინტერესებს და "ძალით" ნუ დადებ თავს სამსჯავროზე! კაი რამეა თავშეკავება ,თუ "პირად გრძნობებზე"საუბრისას გაგხსენდება!
16:18 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
რეალობა-ს. შენი აზრით ჯობია რომ არ შექმნას ოჯახი და ისე "იცხოვროს"? მე მგონი ოჯახის შექმნა ჯობია და დარწმუნებული ვარ კოტეც ამ აზრზეა იქ.
15:59 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
თამო
იპოვე სიყვარული ისევ და დაქორწინდი საყვარელო. ქრისტიანულად - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ადამიანს სრული უფლება აქვს ისევ დაქორწინდეს. ყველას თავისი ადგილი აქვს გულში, წარსულს თუ აწმყოს. ცოცხალ ადამიანს კი მუდამ აქვს სიყვარულის უნარი. პ.ს. და სხვებს არ უსმინო, ბედნიერი ადამიანი სხვას ბედნიერებას არ დაუშლის :)
15:51 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ძალიან ცდები განოოოოოოოოო. არ იყო კოტე ის კაცი რომლისთვისაც არ ღირდეს ქვრივის სახელის ტარება
15:45 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS